დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,2007 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 516 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/09/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 128, 13/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.260.040.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №516
2007 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,2007 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,2007 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №2, მუხ. 14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
,,12. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად საშემოდგომო გაწვევისთვის გათვალისწინებულ იქნეს 400 წვევამდელი“;
ბ) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეთა გაწვევა განხორციელდეს 2007 წლის 10 იანვრიდან 2007 წლის 1 აგვისტომდე, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად საშემოდგომო გაწვევისთვის გათვალისწინებული მოქალაქეები გაწვეულ იქნენ 2007 წლის 10 სექტემბრიდან 2008 წლის პირველ იანვრამდე.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები