„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 125/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 11/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 54, 13/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.014630
  • Word
125/ნ
11/05/2010
სსმ, 54, 13/05/2010
470230000.22.035.014630
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.630

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №125/ნ

2010 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების (სსმ III, 10.04.2009წ., №45, მუხ. 509) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ 2-ში (იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველ მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. არააკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებს ან/და სასწავლებლებს 2010 წლის 31 დეკემბრამდე უფლება აქვთ განახორციელონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მზადება მომიჯნავე სპეციალობებში, მომიჯნავე საექიმო სპეციალობებისათვის დადგენილი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ფარგლებში.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აფილირებული დაწესებულება, რომელთანაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) განხორციელების მიზნით ხელშეკრულება აქვს დადებული დაწესებულებას/სასწავლებელს, უნდა უზრუნველყოფდეს სულ მცირე 1 მოდულის ფარგლებში სულ მცირე 1 რეზიდენტის/მაძიებლის მზადებას მოდულის ხანგრძლივობის ვადაში (გარდა საექიმო სპეციალობისა – „პათოლოგიური ანატომია – კლინიკური პათოლოგია“).“;

გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს სამდივნო შემოსულ დოკუმენტაციას განიხილავს 10 დღის ვადაში. არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აკრედიტაციის მაძიებელს ეძლევა 15 დღე დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, რომლის თაობაზეც მაძიებელს ეცნობება საბჭოს სამდივნოს მიერ.“;

დ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარისის 31 პუნქტი:

„31. იმ შემთხვევაში, როცა ერთი და იგივე მოდული ხორციელდება ერთი კონკრეტული აკრედიტაციის მაძიებელი/აკრედიტებული დაწესებულების (აფილირებული დაწესებულების) მიერ სახვადასხვა საექიმო სპეციალობის პროგრამის ფარგლებში, დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია, საბჭოში წარმოადგინოს კონკრეტული მოდულების განხორციელების ყოველწლიური გეგმა-გრაფიკი მოდულების განხორციელების ვადებისა და მინიჭებული კვოტების შესაბამისად აკრედიტაციის მინიჭებიდან ერთი თვის ვადაში.“;

ე) დანართ 2.2-ში (აკრედიტაციის კრიტერიუმები) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ე.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამბულატორიული ვიზიტების რაოდენობა ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით პროფილის მიხედვით:

ა) საოჯახო მედიცინა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1 000 ვიზიტზე;

ბ) თერაპიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1 000 ვიზიტზე;

გ) ქირურგიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 800 ვიზიტზე;

დ) პედიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1 000 ვიზიტზე;

ე) სამეანო-გინეკოლოგიური პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1 000 ვიზიტზე;

ვ) ფტიზიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 800 ვიზიტზე;

ზ) ფსიქიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 800 ვიზიტზე;

თ) რადიოლოგიური პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1 000 დიაგნოსტიკურ ვიზიტზე;

ი) თერაპიული სტომატოლოგია – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 400 ვიზიტზე;

კ) ქირურგიული სტომატოლოგია – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 200 ვიზიტზე;

ლ) ორთოპედიული სტომატოლოგია – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 250 ვიზიტზე;

მ) ორთოდონტია – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 500 ვიზიტზე.“;

ე.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების საწოლის საშუალო დატვირთვის მაჩვენებლები წელიწადში (შესაბამისი პროფილის ფარგლებში, საწოლდღეებში) უნდა შეადგენდეს: თერაპიული პროფილი – არანაკლებ 100, პედიატრიული პროფილი – არანაკლებ 130, ქირურგიული პროფილი – არანაკლებს 100, ონკოლოგიური პროფილი – არანაკლებ 180, ინფექციური პროფილი – არანაკლებ 80, სამეანო-გინეკოლოგიური პროფილი – არანაკლებ 100, ნევროლოგიური პროფილი – არანაკლებ 130, ფსიქიატრიული პროფილი – არანაკლებ 210, ფტიზიატრიული პროფილი – არანაკლებ 200, ოტორინოლარინგოლოგიური პროფილი – არანაკლებ 50, ოფთალმოლოგიური პროფილი – არანაკლებ 60.“;

ე.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სტაციონარულ დაწესებულებაში საწოლების რაოდენობა (ქირურგიულ და სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის შემთხვევაში – საოპერაციო აქტივობები, მანიპულაცია/პროცედურები, მშობიარობები) ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით განყოფილებების პროფილის მიხედვით:

ა) თერაპიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 3 საწოლზე;

ბ) ქირურგიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 3 საწოლზე:

ბ.ა) საოპერაციო აქტივობა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში ჩატარებულ არანაკლებ 90 ოპერაციაზე;

ბ.ბ) მანიპულაცია/პროცედურები – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში ჩატარებულ არანაკლებ 120 მანიპულაცია/პროცედურაზე;

გ) სამეანო-გინეკოლოგიური პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 3 საწოლზე:

გ.ა) მშობიარობა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში არანაკლებ 65 მშობიარობაზე;

გ.ბ) საოპერაციო აქტივობა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში არანაკლებ 30 ოპერაციაზე;

დ) პედიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 3 საწოლზე;

ე) ფსიქიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 4 საწოლზე;

ვ) ფტიზიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 4 საწოლზე;

ზ) ინფექციური პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 4 საწოლზე;

თ) ანესთეზიოლოგია-რეანიმაციული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 2 საწოლზე.“;

ე.დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ პუნქტი:

„41. სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, პროფილის შესაბამისად, უნდა აკმაყოფილებდეს:

ა) მხოლოდ მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;

ბ) მხოლოდ მე-2 და მე-4 პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“, „გ.ა“ და „გ.ბ.“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;

გ) მხოლოდ მე-3 და მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;

დ) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.“;

ე.ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის „91“ პუნქტი:

„91. თეორიულ მოდულზე პასუხისმგებელი პირი: შესაბამისი უმაღლესი განათლება, 2 წელი პედაგოგიური გამოცდილება, ხოლო ნარკოლოგიასა და სტომატოლოგიაში, დამატებით, – შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი.“;

ე.ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „ლაბორატორიული მედიცინა“:

ა) სარეზიდენტო პროგრამის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელ სამედიცინო დაწესებულებას/სასწავლებელს (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით)) უნდა გააჩნდეს კარგად აღჭურვილი კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია/ლაბორატორიები. ლაბორატორიის/ ლაბორატორიების აღჭურვილობაში, პროფილის შესაბამისად, უნდა შედიოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ანალიზატორები:

ა.ა) ბიოქიმიური ანალიზატორი;

ა.ბ) ჰემატოლოგიური ანალიზატორი;

ა.გ) იმუნოლოგიური ანალიზატორი;

ა.დ) ჰემოსტაზიოლოგიური ანალიზატორი;

ა.ე) შარდის ანალიზატორი.

ბ) ლაბორატორია/ლაბორატორიები უნდა უზრუნველყოფდეს მრავალპროფილიანი გამოკვლევების ჩატარებას;

გ) კონკრეტული ლაბორატორიის საერთო დატვირთვა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 000 გამოკვლევას წელიწადში;

დ) ლაბორატორიული გამოკვლვების რაოდენობა ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით პროგრამის ფარგლებში, პროფილის შესაბამისად, უნდა შეადგენდეს 800 გამოკვლევას წელიწადში;

ე) ლაბორატორიული მედიცინის პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე გათვალისწინებული უნდა იყოს არა უმეტეს 6 რეზიდენტისა /მაძიებლისა.“

ე.ზ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „სასამართლო მედიცინა“ (მოდული – „სასამართლო მედიცინა“):

ა) „სასამართლო მედიცინის“ სარეზიდენტო პროგრამის (მოდული – „სასამართლო მედიცინა“) განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) მოცულობა განისაზღვრება შემდეგი საქმიანობებით:

ა.ა) ცოცხალ პირთა ექსპერტიზა;

ა.ბ) გვამების ექსპერტიზა;

ა.გ) გვამიდან აღებული მასალის სასამართლო პათომორფოლოგიური დიაგნოსტიკა;

ა.დ) გვამიდან აღებული ბიომასალისა და წარმოდგენილი არაბიოლოგიური ნივთმტკიცებების გამოკვლევა;

ა.ე) საგამოძიებო საქმის მასალებით პირველადი, დამატებითი, განმეორებითი, კომისიური, კომპლექსური და ალტერნატიული ექსპერტიზები;

ა.ვ) სასამართლო სამედიცინო ექსპერტების მონაწილეობა პირველად და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში (გვამის დათვალიერება შემთხვევის ადგილზე, ექსჰუმაცია, ცოცხალ პირთა შემოწმება, შესადარებლად საჭირო ნიმუშების აღება და სხვ.).

ბ) „სასამართლო მედიცინის“ სასწავლო პროგრამის (მოდული – „სასამართლო მედიცინა“) განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) უნდა მოიცავდეს შემდეგ საექსპერტო სტრუქტურულ ქვედანაყოფებს:

ბ.ა) ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის (ამბულატორიული) განყოფილება;

ბ.ბ) გვამების სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის (თანატოლოგიური) განყოფილება;

ბ.გ) ბიოლოგიურ ნივთმტკიცებათა გამოკვლევის (ლაბორატორიული) განყოფილება:

ბ.გ.ა) სასამართლო ჰისტოლოგიური და ციტოლოგიური ლაბორატორია;

ბ.გ.ბ) სასამართლო ბიოლოგიური ლაბორატორია;

ბ.გ.გ) სასამართლო დნმ ლაბორატორია;

ბ.გ.დ) სასამართლო ქიმიური ლაბორატორია;

ბ.გ.ე) სასამართლო ფიზიკო-ტექნიკური (კრიმინალისტიკური) ლაბორატორია.

გ) დაწესებულების მინიმალური დატვირთვა რაოდენობების მითითებით, 1 რეზიდენტზე/მაძიებელზე და ერთ წელიწადზე გაანგარიშებით:

 

მანიპულაცია/საქმიანობა

რაოდენობა

1.

გვამის გარეგანი დათვალიერება

160

2.

შემთხვევის ადგილზე გვამის დათვალიერება

30

3.

ექსჰუმაცია

3

4.

გვამის გაკვეთა

160

5.

ცოცხალ პირთა გამოკვლევა

160

6.

კომისიური ექსპერტიზა

16

7.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა

320

 

.თ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:

„17. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგია “:

ა) „პათოლოგიური ანატომია – კლინიკური პათოლოგია“ სარეზიდენტო პროგრამის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) მოცულობა განისაზღვრება შემდეგი საქმიანობებით:

ა.ა) ოპერაციული მასალის პათოლოგანატომიური გამოკვლევა;

ა.ბ) ბიოფსიური (გამონაფხეკი) მასალის მიკრომორფოლოგიური გამოკვლევა;

ა.გ) ნაცხისა და პუნქტატის მიკრომორფოლოგიური გამოკვლევა;

ა.დ) გვამის პათოლოგოანატომიური გამოკვლევა;

ბ) „პათოლოგიური ანატომია – კლინიკური პათოლოგია“ სარეზიდენტო პროგრამის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულების სასწავლებლის (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) პათოლოგოანატომიური სამსახური დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური კადრებით და მას უნდა გააჩნდეს:

ბ.ა) სათანადოდ აღჭურვილი სასექციო და გვამების შესანახი მაცივარი (სამაცივრო ოთახი):

ბ.ბ) სათანადოდ აღჭურვილი გვამების მოსაწესრიგებელი ოთახი;

ბ.გ) ოპერაციული და ბიოფსიური მასალის შესანახი და ამოსაჭრელი სათანადოდ აღჭურვილი ოთახი;

ბ.დ) სათანადოდ აღჭურვილი ჰისტოლოგიური ლაბორატორია;

ბ.ე) სათანადოდ აღჭურვილი ციტოლოგიური ლაბორატორია;

ბ.ვ) მიკროპრეპარატების არქივი.

გ) პროგრამის განხორციელებაში მონაწილე თითოეული დაწესებულების მინიმალური დატვირთვა 2 რეზიდენტზე/მაძიებელზე გადაანგარიშებით წელიწადში უნდა იყოს:

 

მანიპულაცია/საქმიანობა

რაოდენობა

1.

ოპერაციული და ბიოფსიური მასალის გამოკვლევა

500

2.

ბიოფსიური მასალის / გამონაფხეკის გამოკვლევა

50

3.

ციტოლოგიური გამოკვლევა

100

 

დ) გვამის გაკვეთაში მონაწილე დაწესებულებებში (2 დაწესებულება) წელიწადში მინიმუმ უნდა ხორცილდებოდეს 10 გაკვეთა (ორივეში ჯამურად);

ე) „პათოლოგიური ანატომია – კლინიკური პათოლოგია“ სარეზიდენტო პროგრამის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) მინიმალური დატვირთვა ერთ რეზიდენტზე გადაანგარიშებით უნდა იყოს:

 

მანიპულაცია/უნარ-ჩვევა

რაოდენობა

1.

გვამის პათოლოგანატომიურ გაკვეთა

7

2.

გვამური მასალის მიკრომორფოლოგიური გამოკვლევა

10

3.

ოპერაციული მასალის მიკრომორფოლოგიური გამოკვლევა

150

4.

ოპერაციული მასალის პათოჰისტოლოგიური დიაგნოსტიკა

50

5.

ციტოპათოლოგიური გამოკვლევა

30

6.

ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა

20

    

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი