„საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 384
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 11/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.014621
  • Word
384
11/05/2010
სსმ, 53, 11/05/2010
200250000.22.033.014621
„საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.014.621

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №384

2010 წლის 11 მაისი

 ქ. თბილისი

„საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის                            2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანებაში (სსმ III, 13.05.05, №56, მუხლი 618) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის:

ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ფინანსთა სამინისტროს სისტემა – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (შემდგომში – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური);

ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელი – საჯარო მოსამსახურე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ასევე შემოსავლების სამსახურის და საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლები;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საგადასახადო ორგანოები – შემოსავლების სამსახური (ცენტრალური აპარატი), მისი ტერიტორიული ორგანოები და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები;“;

გ) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“კ) საჯარო ინფორმაცია – საგადასახადო ორგანოში დაცული, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან მოსამსახურის/თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები);

ლ) საჯარო მონაცემთა ბაზა – საჯარო დაწესებულების/საგადასახადო ორგანოების ან საჯარო მოსამსახურეების/თანამშრომლების მიერ სისტემურად შეგროვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  “დანართი №1

შემოსავლების სამსახური

კომპიუტერულ სისტემასთან დაშვების ნებართვა

 

მომხმარებლის გვარი, სახელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

სტრუქტურული ერთეული/ სამმართველო/ განყოფილება: –––––––––––––––––––

 

დაშვების სახე

პროგრამის სახე

 

 

 

ინფორმაცია უფლების მინიჭებაზე

 

თანხმობა:   –––            უარი:     –––      თარიღი:  –––––––––––––

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე: –––––––––––––––

 

ხელმოწერით ვადასტურებ, რომ ზემოხსენებული თანამშრომელი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელი. თანახმა ვარ მიეცეს მას მომხმარებლის იდენტიფიკატორი და პაროლი რეგისტრაციისა და გადასახადების ადმინისტრირების კომპიუტერულ სისტემაში სამუშაოდ.

 

ხელმოწერა: –––––––––––––––––––––––––––

 

------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ნებართვა გაცემულია შემდეგ სისტემაზე

 

გადასახადების ადმiნისტრირების კომპიუტერული სისტემის მომხმარებლის იდენტიფიკატორი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რეგისტრაციის მომხმარებლის იდენტიფიკატორი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სისტემის ადმინისტრატორი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ხელმოწერა: ––––––––––––––––––“

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 11 მაისიდან.

კ. ბაინდურაშვილი