დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 383 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 11/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.014620 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.620
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №383
2010 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებით (სსმ III, 31.03.10, №33, მუხლი 557) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) ონლაინ-რეჟიმში კოორდინაციას უწევს და ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს საბაჟო და საგადასახადო მომსახურების მიმდინარე საქმიანობაზე.“.
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. სამსახური უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, ისე, რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი/დივიდენდები გამოიყენება სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის.“.
3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ვიდეომონიტორინგის დეპარტამენტი.“.
4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ვიდეომონიტორინგის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ონლაინ-რეჟიმში კოორდინაციის გაწევა და მუდმივი მონიტორინგის განხორციელება საბაჟო და საგადასახადო მომსახურების მიმდინარე საქმიანობაზე;
ბ) მონიტორინგის შედეგების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება რიგების აღმოფხვრის, საბაჟო და საგადასახადო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, არსებული დარღვევების შესახებ უფროსის ინფორმირების უზრუნველყოფა, შემდგომში მინისტრისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 11 მაისიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები