„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 382
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 11/05/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 21/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.014628
  • Word
382
11/05/2010
სსმ, 53, 11/05/2010
010240030.22.033.014628
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.014.628

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №382

2010 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,      ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში (სსმ III, 16.10.007, №144, მუხლი 1602) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის“ მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაწესებულება – სამინისტროს ცენტრალური აპარატი და სახაზინო სამსახური.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის:

ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დაწესებულება, რომელშიც თქვენ გსურთ გაიაროთ სტაჟირება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური“;

ბ) 12.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“

„12.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი

□ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

□ იურიდიული დეპარტამენტი

□ ადმინისტრაციული დეპარტამენტი

□ მინისტრის აპარატი

□საბიუჯეტო დეპარტამენტი

□ ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი

□ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

□ შიდა აუდიტის დეპარტამენტი

□ დავების განხილვის სამსახური.“;

გ) 12.5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 11 მაისიდან.

 კ. ბაინდურაშვილი