დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის ტვირთების საერთაშორისო მულტიმოდალური გადაზიდვების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 511 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 03/09/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 125, 04/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.420.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №511
2007 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
„დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის ტვირთების საერთაშორისო მულტიმოდალური გადაზიდვების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2007 წლის 19 ივნისს ქ. ბაქოში ხელმოწერილი შეთანხმება „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის ტვირთების საერთაშორისო მულტიმოდალური გადაზიდვების შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის სამდივნოს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები