დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 381 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 11/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230030000.22.033.014627 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.030.000..22.033.014.627
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №381
2010 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №108 ბრძანებით (სსმ III, 18.02.10, №19, მუხლი 233) დამტკიცებულ „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეს ინსტრუქცია არ ვრცელდება ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ საქმიანობაზე, როცა მას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველყოფისთვის ნებართვის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს მათი კუთვნილი ჩამწერი მოწყობილობის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური ქსელის პროვაიდერთან და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვიდეომონიტორინგის დეპარტამენტთან კავშირი შემდეგი პარამეტრებით: თუ ჩამწერმა მოწყობილობამ უნდა გადმოსცეს არა უმეტეს 4 კამერის გამოსახულება, კავშირის სიჩქარე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 მგბიტი/წმ-ს, 5-დან 9 ერთეულამდე კამერების არსებობის შემთხვევაში კავშირის სიჩქარე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 მგბიტი/წმ-ს, ხოლო 9 და მეტი კამერის არსებობის შემთხვევაში კავშირის სიჩქარე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 მგბიტი/წმ-ს, ხოლო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა კავშირი უნდა უზრუნველყოს შემდეგი პარამეტრებით: 4 კამერა – 1 მგბიტი/წმ, 5-დან 9-მდე კამერა – 2 მგბიტი/წმ, 9 და მეტი კამერა – 3 მგბიტი/წმ კავშირი. ამასთან, საწყობის ტერიტორიაზე დამონტაჟებული ყველა ვიდეოსიგნალის ჩამწერი მოწყობილობა ტექნიკურად და პროგრამულად უნდა შეესაბამებოდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვიდეომონიტორინგის დეპარტამენტში არსებულ ვიდეოინფორმაციის მიმღებ მოწყობილობებს;“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 11 მაისიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები