დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მის სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 ოქტომბრის №1179 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 375 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 11/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.033.014617 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.033.014.617
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №375
2010 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მის სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 ოქტომბრის №1179 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მის სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 ოქტომბრის №1179 ბრძანებაში (სსმ III, 01.11.07, №154, მუხლი 1715) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, მის სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
2. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის ირიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი“.
3. ბრძანების მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. ბრძანების მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი“.
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლების სამსახურებრივი მოწმობების დამტკიცებისა და გაცემის წესს.“.
გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:
გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომელი – საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების “იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ მე-5 მუხლში აღნიშნული პირები, რომლებიც დასაქმებული არიან შემოსავლების სამსახურში და რომლებსაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;“;
გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობა – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მტკიცდება წინამდებარე წესის შესაბამისად და გაიცემა მხოლოდ ამ წესის მე-2 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტში მითითებულ პირებზე.“.
დ) მე-4–მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის რეკვიზიტები
1. შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელწოდებას;
ბ) დაკავებულ თანამდებობას;
გ) სახელს და გვარს;
დ) მფლობელის ბიომეტრიულ ფერად ფოტოსურათს (3სმX4სმ);
ე) შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის პირად ნომერს;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერს;
ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;
თ) შესაბამისი დაწესებულების ბეჭედს;
ი) გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას;
კ) დამცავ ნიშანს (შვიდქიმიან ვარსკვლავს);
ლ) დამცავ წარწერას (ფინანსთა სამინისტრო*MINISTRY OF FINANCE);
მ) შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სახელმწიფო სპეციალურ წოდებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ნ) მითითებას სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების თაობაზე;
ო) იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ სპეციალურ ბეჭედს (წითელი ფერის წრე, რომელშიც ამოტვიფრულია ასოები “შს“ (შემოსავლების სამსახური)).
2. შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის მეორე გვერდზე აღინიშნება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის “ა“, “ბ“, “გ“, და “ი“ ქვეპუნქტებში მითითებული რეკვიზიტების შესატყვისი თარგმანი ინგლისურ ენაზე და გამოისახება საქართველოს სახელმწიფო გერბი.
მუხლი 5. შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის გამცემი ორგანო
შემოსავლების სამსახურის შესაბამისად, უფლებამოსილ თანამშრომლებზე შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის გაცემას და მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმას ახორციელებენ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები.
მუხლი 6. შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად აუცილებელი მოთხოვნები
1. შემოსავლების სამსახურის შესაბამისად, უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად (შესაბამისი ბეჭდის დასასმელად) აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:
ა) შესაბამისად უფლებამოსილ თანამშრომელს უნდა ეკავოს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა;
ბ) შესაბამისად უფლებამოსილ თანამშრომელს არ უნდა ჰქონდეს შეჩერებული სამსახურებრივი ურთიერთობა;
გ) შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის მიმართ არ უნდა იყოს დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა;
დ) შესაბამისად უფლებამოსილ თანამშრომელს წარმოდგენილი უნდა ჰქონდეს მოთხოვნა (პატაკი) შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებისა და შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის თაობაზე;
ე) იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისად უფლებამოსილ თანამშრომელს სურს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება მის კანონიერ საკუთრებაში არსებული იარაღისთვის მან უნდა წარმოადგინოს კუთვნილი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის დედანი ან ასლი.
ვ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის პირველად მიღების შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილმა თანამშრომელმა უნდა გაიაროს შემოწმება შესაბამისად უფლებამოსილ დაწესებულებაში ცეცხლსასროლი იარაღის მატერიალური ნაწილის – შენახვის, ტარების და გამოყენების წესების ცოდნაზე, და წარმოადგინოს შესაბამისად უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული იარაღით მიზანში სროლაში დადებითი შეფასების თაობაზე ცნობა.
2. ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემდეგ შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის გაცემაზე (შესაბამისი ბეჭდის დასმაზე) უფლებამოსილი შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე ადგენს რეესტრს, რომელშიც ასევე აისახება გადაწყვეტილება შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის (შესაბამისი ბეჭდის დასმის) ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 7. თანხმობა შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის გაცემაზე
1. თანხმობას შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის მისაღებად წარადგენს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული – შემოსავლების სამსახურის უფროსის სახელზე. შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ თანხმობის წარდგენა ხდება მხოლოდ ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების შემთხვევაში.
2. შემოსავლების სამსახურის უფროსის თანხმობის შემდეგ მასალები გადაეცემა შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად (სპეციალური ბეჭდის დასასმელად).
მუხლი 8. შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის გაცემა
შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის გაცემა დასტურდება შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის გაცემით და სპეციალური ბეჭდის დასმით.
მუხლი 9. რეესტრის წარმოება
შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული აწარმოებს შემოსავლების სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლების სამსახურებრივი მოწმობის ერთიან რეესტრს, რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემი:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის თარიღი და მოწმობის პირადი ნომერი;
ბ) შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) თანამდებობა და სახელმწიფო სპეციალური წოდება;
დ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სახეობა, სისტემა (მოდელი), საქარხნო ნომერი, კუთვნილება;
ე) სამსახურებრივ საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სპეციალური ბეჭდის დასმაზე უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი და სტატუსი;
ვ) სამსახურებრივ საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი საბუთის (შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის) მოქმედების ვადა;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
თ) მონაცამები ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების თაობაზე;
ი) სხვა მონაცემები დადასტურების პროცედურასა და გაცემასთან დაკავშირებით;
კ) მონაცემები შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის შეცვლის ან ახალი მოწმობის გაცემის შესახებ;
ლ) რეესტრის ჩანაწერის შედგენის თარიღი, ნომერი და შემდგენელი პირის გვარი, ინიციალი, თანამდებობა და ხელმოწერა.
მუხლი 10. შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის შეცვლის საფუძვლები და წესი
1. შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში:
ა) მოწმობის მფლობელის მიერ სახელის, გვარის შეცვლისას;
ბ) შემოსავლების სამსახურში თანამდებობის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების შეცვლისას;
გ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეცვლისას;
დ) შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის ბუნებრივი ცვეთის ან დაზიანებისას;
ე) შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვისას;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. ამ მუხლის მეორე პუნქტის “ა“, “ბ“, „გ“ და “დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სავალდებულოა მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულში შესაცვლელი მოწმობის ჩაბარება, აგრეთვე მოწმობის შეცვლის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთების წარდგენა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა შეიცვლება მის დაკარგვაზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისა და დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 11. შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის ჩამორთმევის საფუძვლები
შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება ჩამორთმევას, თუ:
ა) თანამდებობის პირი დათხოვნილ იქნა დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოწოდებულია ინფორმაცია შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის თაობაზე;
გ) შესაბამისად უფლებამოსილ თანამშრომელს აღარ უკავია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ის თანამდებობა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხით.
მუხლი 12. შემოსავლების სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები
შემოსავლების სამსახურის შესაბამისად, უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობა წარმოადგენს ელექტრონულ პლასტიკურ ბარათს, თავისი პირადი საიდენტიფიკაციო ნომრით და რომლის ზომაა 85,6მმX54მმ.“.
6. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 11 მაისიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები