დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №959 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 373 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 11/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.014629 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.629
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №373
2010 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
„წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №959 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №959 ბრძანებაში (სსმ III, 31.12.2009 წ., №160 მუხ. 2027) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. „წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება სეს ესნ შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ“ (დანართი №4);
5. „წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ“ (დანართი №5).“.
2. ბრძანებით დამტკიცებული „წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესების შესახებ“ ინსტრუქციის:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) იღებს წინასწარ საბაჟო გადაწყვეტილებას (შემდგომში – წინასწარი გადაწყვეტილება) საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში _ სეს ესნ) შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი ფორმით, დანართი №4-ით ან დანართი №5-ით დადგენილი ფორმის შესაბამისად.“.
3. ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №2-ში სიტყვები: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს“ შეიცვალოს სიტყვებით: „საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ შემოსავლების სამსახურს“.
4. ბრძანებას დაემატოს დანართი №4 და დანართი №5 თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
დანართი №4
| საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური | |
|
დაინტერესებული მხარე
|
წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება სეს ესნ შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საბაჟო კოდექსის 91 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე |
| საქონლის მწარმოებელი
| გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
|
| განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტები:
| |
| საქონლის აღწერილობა:
| |
| საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად | გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი
(სახელი გვარი) (ხელმოწერა) ბ.ა
|
| გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი
№ ---- „......“ ............................ 20 წ. ქ. თბილისი | |
| გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (მის.: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) მეშვეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ.№16) ან ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6), მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში | |
დანართი №5
| საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური | |
|
დაინტერესებული მხარე | წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საბაჟო კოდექსის 91 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე |
| განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტები:
| გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
|
| საქონლის გამგზავნი (ექსპორტიორის დასახელება, მისამართი, ქვეყანა)
| |
| საქონლის მიმღები (მიმღების დასახელება, მისამართი, ქვეყანა)
| |
| სატრანსპორტო საშუალების სახეობა და მარშრუტი (თუ ასეთი ცნობილია) | |
| ინვოის(ებ)ის ნომერი და თარიღი | |
| შეფუთვის ნიშნები, ნომრები და რაოდენობა | |
| ბრუტო წონა ან რაოდენობის სხვა სახეობები
| |
| საქონლის აღწერილობა: | |
| საქონლის წარმოშობის ქვეყანა | გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი (სახელი გვარი) (ხელმოწერა) ბ.ა
|
| გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი № ---- „......“ ............................ 20 წ. ქ. თბილისი | |
| გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის (მის.: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) მეშვეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, გორგასლის ქ.№16) ან ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, №6), მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში | |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები