დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4/017 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო |
| მიღების თარიღი | 28/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 11/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300380000.25.017.014613 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.25.017.014.613
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის
ბრძანება №4/017
2010 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
„ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე:
მუხლი 1
„ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცებულ “ნავთობისა და გაზის წარმოების მარეგულირებელ ეროვნულ წესებში“ (სსმ III, 16.01.02 წ., №5, მუხ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. 90-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პასუხისმგებლობა დაბრუნებულ/თავისუფალ ტერიტორიაზე“.
2. 90-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
4. ხელშეკრულების და ლიცენზიის მოქმედების ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში სახელშეკრულებო ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციები ხორციელდება სახელმწიფოს მიერ “ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-9 მუხლების შესაბამისად.
5. სააგენტო ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების და ლიცენზიის შეწყვეტის შესახებ შეტყობინებას უგზავნის ნავთობის ეროვნულ კომპანიას, რომელიც შეტყობინების მიღებისთანავე ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეუდგება სახელშეკრულებო ფართობზე არსებული საბადოს დამუშავებას ან სხვა სახის ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებას ამ წესების შესაბამისად, აღნიშნულ ფართობზე ნავთობისა და გაზის ახალი ხელშეკრულების და ლიცენზიის ძალაში შესვლამდე.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ტატიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები