დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-85 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-69 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 11/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.032.014610 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.014.610
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-69
2010 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-85 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-85 ბრძანებით (სსმ III, 27.04.2009 წ., №50, მუხლი 568) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობებია:
ა) მეცხოველეობის, თევზის მეურნეობის, მემცენარეობის, მეთესლეობის, აგროქიმიის, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და მელიორაციის სფეროებში განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი;
ბ) რეგიონალური პოლიტიკისა და მისი განვითარების თაობაზე წინადადებების შემუშავება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოების ინფორმაციული უზრუნველყოფა სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო საქმიანობის შესახებ, სამინისტროს მიმდინარე პროექტებში რეგიონალური სამმართველოების მონაწილეობის კოორდინაცია და ხელშეწყობა, რეგიონალური სამმართველოების მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიღება და დამუშავება, რეგიონალური სამმართველოების საქმიანობის კოორდინაცია;
გ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
დ) სოფლის მეურნეობის ტექნიკური გადაიარაღების, მანქანათა გამოყენების ოპტიმალური ფორმების შემუშავება;
ე) მიწების მელიორაციის სფეროში სამელიორაციო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება;
ვ) საქართველოს მელიორაციის ინფრასტრუქტურის, მიწის კონსოლიდაციის, ნიადაგის ხარისხობრივი შეფასების (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე ერთიანი ბანკის შექმნა, მიწის რაციონალურად გამოყენების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ორგანიზება;
ზ) დადგენილ ვადაში მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მიერ კანონპროექტების ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების, ინსტრუქციების, ბრძანებების, რეკომენდაციების შემუშავებასა და სამინისტროს უფლებამოსილებას განკუთვნილ საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;
ი) კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოვალეობათა განხორციელება.“.
2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
დეპარატამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. დარგობრივი განვითარების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა:
ა) მემცენარეობაში, მეთესლეობაში, მეცხოველეობაში და მეთევზეობაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება;
ბ) სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებში დასაქმებულთათვის რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაწევა, აგროტექნოლოგიური რუქების შედგენაში დახმარება;
გ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების მეთესლეობის სისტემის, სარგავი მასალის წარმოებისა და მეცხოველეობის სანაშენე საქმის განვითარების ხელშეწყობა;
დ) მეცხოველეობისა და მემცენარეობის დარგების მიხედვით ფერმერთა მონაცემთა ბაზის შექმნა და პერიოდული განახლება;
ე) სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების პროგრამების შემუშავება;
ვ) რეგიონალური სამმართველოებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი, განვითარების შემაფერხებელი ძირითადი პრობლემებისა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, რეკომენდაციების მომზადება და კოორდინირებული საქმიანობა კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) სტიქიური მოვლენების დროს მიყენებული ზარალის შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ხელმძღვანელობისათვის მიწოდება;
თ) მოსავლის დროული რეალიზაციის მიზნით მარკეტინგული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციის რეგიონალური სამმართველოებისათვის მიწოდება;
ი) აგროქიმიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა.
2. სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა:
ა) აგროსაინჟინრო პოლიტიკის შემუშავებისათვის სათანადო წინადადებების მომზადება;
ბ) ქვეყანაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მოკვლევისა და ანალიზის ჩატარება მათი ნომენკლატურის, რაოდენობისა და ეფექტური ფუნქციონირების დადგენის მიზნით;
გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებში არსებული ტექნოლოგიური მოწყობილობების მოკვლევა და ანალიზი, მათი ტექნიკური მდგომარეობის დადგენისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
დ) მოწინავე აგრარულ ქვეყნებში აპრობირებული მაღალეფექტური სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ფერმერებისათვის;
ე) რეკომენდაციების მომზადება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და გადამამუშავებელი საწარმოებებისათვის საჭირო ტექნოლოგიური და ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა-განახლების მიზნით;
ვ) იაპონიის გრანტის პროგრამა 2 KR -ის მიზნობრივი და ეფექტური ათვისების მიზნით ბენეფიციარებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება და ხელშეწყობა;
ზ) რეგიონალური სამმართველოებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი, კოორდინირებული საქმიანობა და რეკომენდაციების მომზადება რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენების მიზნით;
თ) სახელმწიფო და კერძო აგროსაინჟინრო სერვის-ცენტრებისა და ამხანაგობების ეფექტური მუშაობისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება და ხელშეწყობა;
ი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნიადაგების ეროზიისაგან დაცვის და ნაყოფიერების გაზრდის მიზნით თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება ფერმერთათვის;
კ) დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;
ლ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
3. სამელიორაციო პოლიტიკის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა:
ა) მიწების მელიორაციის სფეროში სამელიორაციო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კონტროლი;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტით ან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სახელმწიფოს (სამინისტროს) მიერ მოზიდული სახსრებით განსახორციელებელი პრიორიტეტული სარეაბილიტაციო სამელიორაციო სისტემებისა და ცალკეული ობიექტების განსაზღვრა, საინვესტიციო პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ) სახელმწიფო ბიუჯეტით მელიორაციის დარგში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის წარდგენილი პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ე) სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მელიორაციის დარგში განსახორციელებელი და განხორციელებული პროექტებისა და სხვა ღონისძიებების კოორდინაცია და ზედამხედველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) სამელიორაციო ასოციაციების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
ზ) სამელიორაციო ასოციაციების დასაფუძნებლად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით საჭირო დოკუმენტაციის მომზადების და ასოციაციების დაფუძნების პროცესების ხელშეწყობა;
თ) სამელიორაციო ასოციაციების საქმიანობის ამსახველი მონაცემების ანალიზი;
ი) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში ასოციაციების საქმიანობის მარეგულირებელი შესაძლო ორგანიზაციული და საკადრო ხასიათის ცვლილებების განმსაზღვრელი ბრძანებების პროექტების მომზადება;
კ) უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტითა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტებით შესასრულებელი სამუშაოების მაკოორდინერებელი სხვადასხვა კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;
ლ) საქართველოს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ხარისხობრივი მახასიათებლების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის ხელშეწყობა-განახლება;
მ) რეგიონალური სამმართველოებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი, კოორდინირებული საქმიანობა და რეკომენდაციების მომზადება (მელიორაციის სფეროში);
ნ) საქართველოს ნიადაგების ხარისხობრივი მახასიათებლების ერთიანი საინფორმაციო ბანკის საფუძველზე მიზნობრივი თემატური რუკების შედგენა;
ო) მიწების კონსოლიდაციის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
პ) მიწის რაციონალურად გამოყენების შესახებ წინდადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და მათი განხორციელებისადმი ხელშეწყობა.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები