„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 06/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 11/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.014609
  • Word
2-68
06/05/2010
სსმ, 53, 11/05/2010
010240030.22.032.014609
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.014.609

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-68

2010 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის 2-89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-89 ბრძანებით (სსმ III, 27.04.2009 წ., №50, მუხლი 564) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

 დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ) კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო.“

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5

 დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციები

1. სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველო ახორციელებს:

ა) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფას ყველა ინსტანციის სასამართლოსა და არბიტრაჟში;

ბ) სამინისტროში შემოსული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადებას და აღნიშნული დავების განხილვაში მონაწილეობის მიღებას;

გ) მოქალაქეებისა და იურიდიული პირების საჩივრების, განცხადებების, კორესპონდენციის განხილვას კომპეტენციის ფარგლებში;

დ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

2. კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო ახორციელებს:

ა) ნორმატიული აქტების სისტემაზატიზაციისა და შესრულების მიზნით, ნორმატიული აქტებისა და მათში შეტანილი ცვლილებების შესწავლასა და აღრიცხვას;

ბ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფას;

გ) სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ე) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობაში წარდგენის პროცედურების ორგანიზებას;

ვ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის ორგანიზებას;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების წარდგენას ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

თ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე სათანადო რეაგირებას;

ი) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

კ) სამინისტროს მიერ დასადები ხელშეკრულების სამართლებრივ ექსპერტიზას (გარდა შრომითი და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა).“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი