დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 25 დეკემბრის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99 |
| დოკუმენტის მიმღები | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი |
| მიღების თარიღი | 22/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 30/04/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.47.052.014561 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.014.561
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის
უფროსის ბრძანება №99
2010 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 25 დეკემბრის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 25 დეკემბრის №158 ბრძანების (სსმ III, 27.12.2007 წ., №185, მუხ. 2065) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიჭინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები