დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 495 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 124, 03/09/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/09/2007 - 11/07/2016)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №495
2007 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, კლდეკარის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი (შემდეგში – მუზეუმ-ნაკრძალი).
2. მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალი მოიცავს კლდეკარის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს: ციკლოპურ ციხეს (სოფ. ავრანლო), ციკლოპურ ციხეს (სოფ. გუმბათი), სასახლეს (სოფ. ედიქილი), მენჰირის (სოფ. თეჯისი), ციკლოპურ ციხეს (სოფ. ნარდევანი), ციკლოპური ციხეს (სოფ. სანთი) და ორმალანის ხიდს (სოფ. ქირიაქი).
3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალის დებულების დამტკიცება და მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) 2008 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალის განსაზღვრასთან დაკავშირებით დამატებითი წინადადებების წარმოდგენა.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
5. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები