დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 11 ნოემბრის №166 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი |
| მიღების თარიღი | 22/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 30/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.47.052.014557 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.014.557
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის
უფროსის ბრძანება №96
2010 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 11 ნოემბრის №166 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 11 ნოემბრის №166 ბრძანებასა (სსმ III, 20.11.2008 წ., №165, მუხ. 1666) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესი“ (შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.
2. წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიჭინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები