„ტექნიკური რეგლამენტის „აეროდრომების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესა¬ხებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 1 ნოემბრის №128 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტექნიკური რეგლამენტის „აეროდრომების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესა¬ხებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 1 ნოემბრის №128 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 95
დოკუმენტის მიმღები ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
მიღების თარიღი 22/04/2010
დოკუმენტის ტიპი ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 30/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 09/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 310050000.47.052.014556
  • Word
95
22/04/2010
სსმ, 50, 30/04/2010
310050000.47.052.014556
„ტექნიკური რეგლამენტის „აეროდრომების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესა¬ხებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 1 ნოემბრის №128 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.47.052.014.556

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის

 უფროსის ბრძანება №95

2010 წლის 22 აპრილი

 ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „აეროდრომების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 1 ნოემბრის №128 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 „ტექნიკური რეგლამენტის „აეროდრომების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 1 ნოემბრის №128 ბრძანებასა (სსმ III, 05.11.2007 წ., №155, მუხ. 1727) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში „აეროდრომების სერტიფიცირების წესი“ (შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საჰაერო კოდექსის 56-ე მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და  „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. წესის პირველი მუხლის მე-7 პუნქტში სიტყვები „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“. 

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ჭიჭინაძე