დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტექნიკური რეგლამენტის „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის №133 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94 |
| დოკუმენტის მიმღები | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი |
| მიღების თარიღი | 22/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 30/04/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.47.052.014555 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.47.052.014.555
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის
უფროსის ბრძანება №94
2010 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის №133 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„ტექნიკური რეგლამენტის „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის №133 ბრძანებასა (სსმ III, 09.11.2007 წ., №158, მუხ. 1744) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესები“ (შემდგომში – წესები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.
2. წესების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში სიტყვები „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიჭინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები