,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 330
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 28/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 360010010.22.033.014559
  • Word
330
23/04/2010
სსმ, 49, 28/04/2010
360010010.22.033.014559
,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.010.010.22.033.014.559

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №330

2010 წლის 23 აპრილი

 ქ. თბილისი

,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმა – ორგანიზაციის ბალანსი (ფორმა №1)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) ,,ორგანიზაციის ანგარიში ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით – ბალანსის დანართი ფორმა №2“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

გ) ,,ორგანიზაციის ანგარიში არაფინანსური აქტივებით საკასო ოპერაციების შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №2-1“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

დ) ,,ორგანიზაციის ანგარიში ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით საკასო ოპერაციების შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №2-2“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ე) ,,ორგანიზაციის ანგარიში წმინდა ღირებულების შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №3“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ვ) ,,ანგარიში სხვა შემოსავლებიდან მიღებული სახსრების მოძრაობის შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №4“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ზ) ,,ანგარიში ფულადი გრანტების შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №4-1“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

თ) ,,ორგანიზაციის ანგარიში არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №5“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ი) ორგანიზაციის ანგარიში ეკონომიკური ნაკადების შედეგად ფინანსური აქტივებისა და ვალდებულების ცვლილებების შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №5-1“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

კ) ,,ანგარიში ავტომანქანების ექსპლუატაციაზე გაწეული ხარჯების შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №6“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი