„ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 აპრილის 29/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 აპრილის 29/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 26/04/2010
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 27/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.014550
  • Word
32/2010
26/04/2010
სსმ, 48, 27/04/2010
010210010.15.008.014550
„ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 აპრილის 29/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.014.550

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია                                         საქართველოს ცენტრალური

 საარჩევნო კომისიის დადგენილება №32/2010

2010 წლის 26 აპრილი

 ქ. თბილისი

„ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 აპრილის 29/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

„ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 აპრილის №29/2010 (სსმ III, 23.04.2010, №46) დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილების მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 3 დღის ვადაში“.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა­მართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენ­დარული დღის ვადაში.

    მუხლი 3.

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                    . ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                   . მჭედლიძე