დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/595 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 23/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010010.22.024.014545 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/04/2010 - 13/10/2011)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.010.010.22.024.014.545
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/595
2010 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-7 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხა.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. პოლოლიკაშვილი
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხა
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონებას შეადგენს:
1. საქართველოს საჰაერო სივრცე;
2. საერთაშორისო საჰაერო ტრასები და ადგილობრივი საჰაერო ხაზები;
3. საჰაერო მოძრაობის მომსახურების/მართვის ტექნიკური საშუალებები (სააერნაოსნო მოწყობილობები);
4. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი:
ა) აეროვაგზალი;
ბ) აეროდრომი (ასაფრენ-დასაფრენი ზოლები, სამიმოსვლო ბილიკები, ბაქნები, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მიმდებარე უსაფრთხოების ზონები);
გ) შუქ-სასიგნალო საშუალებები;
დ) თბილისის ზღვაზე არსებული თბილისის აეროპორტის სამაშველო პუნქტი;
5. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი:
ა) აეროვაგზალი;
ბ) აეროდრომი (ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, სამიმოსვლო ბილიკები, ბაქნები, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მიმდებარე უსაფრთხოების ზონები);
გ) შუქ-სასიგნალო საშუალებები;
6. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი (კოპიტნარი)
ა) აეროვაგზალი;
ბ) აეროდრომი (ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, სამიმოსვლო ბილიკები, ბაქნები, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მიმდებარე უსაფრთხოების ზონები);
გ) შუქ-სასიგნალო საშუალებები;
7. სოხუმის აეროპორტი არსებული ინფრასტრუქტურით.
8. თელავის, მესტიის, ჩიხარეშის და ლაგოდეხის ასაფრენ-დასაფრენი მოედნები.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები