დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 23/04/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.014540 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.014.540
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №24/ნ
2010 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებით (სსმ III, 04.12.2009 წ., №149 მუხ. 1764) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„1. ცენტრი გამოცდების ეროვნულ ცენტრს არა უგვიანეს ყოველი წლის პირველი ნოემბრისა და პირველი მაისისა წარუდგენს მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიას.“.
ბ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. „1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წელიწადში ორჯერ, შესაბამისი წლის ივლისში და იანვარში. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი ცხადდება ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიის გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენიდან არა უმეტეს ორი კვირის ვადაში.“.
გ) 29-ე მუხლის:
გ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები