დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 6 ოქტომბრის №840 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 23/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.014538 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.014.538
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №26/ნ
2010 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
„უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 6 ოქტომბრის №840 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 6 ოქტომბრის №840 ბრძანებით (სსმ III, 10.10.2008 წ., №149 მუხ.1485) დამტკიცებულ უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოების წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. ლიცენზიის ნომრის შედგენა
ლიცენზიის ნომრის:
ა) პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ლიცენზიის გაცემის კალენდარული წლის ბოლო ორ რიცხვს;
ბ) მესამე ციფრით განისაზღვრება ლიცენზიის სახე:
ბ.ა) საქმიანობის ლიცენზია – 1;
ბ.ბ) საქმიანობის სპეციალური ლიცენზია – 2;
ბ.გ) საქმიანობის გენერალური ლიცენზია – 3.
გ) მეოთხე ციფრი აღნიშნავს საგანმანათლებლო საქმიანობის სახეს:
გ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა – 1;
გ.ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა – 2;
გ.გ) სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობა – 3;
დ) ბოლო, არანაკლებ სამი ციფრი, წარმოადგენს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის სარეგისტრაციო ნომერს.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები