დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 489 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 123, 31/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130.050.000.08.002.004 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/08/2007 - 20/09/2013)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №489
2007 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ
1. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და 29-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის თანდართული წესი.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესი
1. ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციას და კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი (შემდეგში – კონტრდაზვერვის დეპარტამენტი).
2. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურების (შემდეგში – სპეციალური სამსახურები) მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოებული კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციას უზრუნველყოფს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი.
3. კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მითითებები და მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად სპეციალური სამსახურებისათვის.
4. სპეციალური სამსახურები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოები ვალდებული არიან კონტრდაზვერვის დეპარტამენტს წარუდგინონ ნებისმიერი ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის ცნობათა ნუსხის“ შესაბამისად.
5. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელებისას კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სპეციალურ სამსახურებს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიყენონ სხვა სახელმწიფო ორგანოების შესაძლებლობები, მათი ქონება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
6. ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის შემდეგ კონტრდაზვერვის დეპარტამენტი განსაზღვრავს იმ უფლებამოსილ კომპეტენტურ სამსახურს (სამსახურებს), რომელიც განახორციელებს მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ კონტრდაზვერვით საქმიანობას.
7. კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოითხოვოს ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული სრულყოფილი მასალები სპეციალური სამსახურებიდან და სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან.
8. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად დამატებითი ინფორმაციის მიღებისას კონტრდაზვერვის დეპარტამენტი განსაზღვრავს სპეციალური ღონისძიებების გაგრძელების მიზანშეწონილობას.
9. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი ქვეყანაში განხორციელებული კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ ანგარიშს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მეშვეობით, წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები