საზღვარგარეთ მუდმივად ან დროებით მყოფი ამომრჩევლის 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის პროცედურების განსაზღვრის თაობაზე

  • Word
საზღვარგარეთ მუდმივად ან დროებით მყოფი ამომრჩევლის 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის პროცედურების განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 22/04/2010
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 23/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.014543
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
28/2010
22/04/2010
სსმ, 46, 23/04/2010
010210010.15.008.014543
საზღვარგარეთ მუდმივად ან დროებით მყოფი ამომრჩევლის 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის პროცედურების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/04/2010 - 26/04/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.014.543

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №28/2010

2010 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ მუდმივად ან დროებით მყოფი ამომრჩევლის 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის პროცედურების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარ­ჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

 სხვა სახელმწიფოში მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ამომრჩეველს, რომელიც არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი გვარის გასწვრივ არსებობს ჩანაწერი: „იმყოფება უცხოეთში“, აგრეთვე სხვა სახელმწიფოში მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ამომრჩეველს, რომელიც დგას საკონსულო აღრიცხვაზე და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი გვარის გასწვრივ არსებობს ჩანაწერი: „საკონსულო აღრიცხვაზე“, 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევა იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის დღეს გამოცხადდა შესაბამის (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით) საუბნო საარჩევნო კომისიაში და წარადგენს საქართველოს მოქალაქის პასპორტს, რომელშიც იქნება ჩანაწერი (შტამპი) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესახებ.

    მუხლი 2.

ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ამომრჩევლებისათვის ხმის მიცემის პროცედურა ტარდება მხოლოდ შემდეგი წესისა და თანმიმდევრობის დაცვით:

1. კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას;

2. კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის პირველი ასო და ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პასპორტს.

3. ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის ყოფნის დადასტურების შემთხვევაში, აგზავნის მას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, რომელიც ამოწმებს საქართველოს მოქალაქის პასპორტში საზღვრის გადმოკვეთის შესახებ ჩანაწერის (შტამპის) არსებობის ფაქტს და ავალებს კომისიის მდივანს, პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდისა და იმ გვერდის ასლების გადაღებას სადაც ასეთი ჩანაწერი (შტამპი) არის დაფიქსირებული.

4. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ, ამომრჩეველი კვლავ მიდის სარეგისტრაციო მაგიდასთან და ხმას აძლევს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით.

    მუხლი 3.

 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ვალდებულია კომისიაში არსებული პასპორტების შესაბამისი გვერდების ასლები გადასცეს ზემდგომ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიებთან ერთად.

    მუხლი 4.

 კენჭისყრის დასრულების შემდგომ, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, ითვლის იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, ვინც ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით მისცა ხმა საარჩევნო უბანში და შესაბამისი მონაცემები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

    მუხლი 5.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 6.

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე      ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი             გ. მჭედლიძე