„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57/01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 20/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 21/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 14/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.014532
  • Word
57/01
20/04/2010
სსმ, 45, 21/04/2010
220020000.18.011.014532
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.014.532

საქართველოს ეროვნული ბანკის

 პრეზიდენტის ბრძანება №57/01

2010 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის 138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 17-ე მუხლის, 29-ე მუხლის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ III, 04.06.2008 N80 მუხლი.859) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 10%. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 5%.“

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებში შეიტანება, „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის” შესაბამისად შემდეგი საბალანსო ანგარიშები: 3312, 3313, 3316, 3361-3363, 3412-3418, 3462-3468, 3512, 3531- 3532, 3562, 3611-3618, 3661-3668, 3711, 3712, 3811-3813, 4311, 4511-4516, 4518, 4519.

3. მე-3 მუხლის 21 პუნქტი ამოღებულ იქნას;

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებში შეიტანება, „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის” შესაბამისად შემდეგი საბალანსო ანგარიშები: 3302, 3303, 3306, 3351-3353, 3402-3408, 3452-3458, 3502, 3521- 3522, 3552, 3601-3608, 3651-3658, 3701, 3702, 3801-3803, 4301, 4501-4506, 4508, 4509.

5. მე-4 მუხლის 21 პუნქტი ამოღებულ იქნას:

6. მე-4 მუხლის მე–5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–6 პუნქტი:

„6. დასაცავ პერიოდში აღნიშნული წესის მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში, ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრების მინიმალურ რეზერვზე ბანკს დასაცავ პერიოდში დაერიცხება პროცენტი, რომელიც განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ. დარიცხული პროცენტის ჩარიცხვა ბანკის შესაბამის საკორესპონდენტო ანგარიშზე განხორციელდება დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მეშვიდე სამუშაო დღისა.“

7. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. გარდამავალი დებულებები

1. 2010 წლის 29 აპრილამდე მინიმალური სარეზერვო ნორმა ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით), გარდა არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრებისა (საბალანსო ანგარიშები: 3502, 3552, 3701, 3702) არის 5%.

2. 2010 წლის 2 სექტემბრამდე მინიმალური სარეზერვო ნორმა არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრებისათვის (საბალანსო ანგარიშები: 3502, 3512, 3552, 3562, 3701, 3702, 3711, 3712) არის 0%.“

    მუხლი 2.

ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოში ფულადი ბაზრის განვითარებისა და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობით.

    მუხლი 3.

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე