დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ ოსეთის ალ. თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის პრეზიდენტის სტიპენდიის დაწესებისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 488 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 123, 31/08/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.210.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №488
2007 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ ოსეთის ალ. თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის პრეზიდენტის სტიპენდიის დაწესებისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ ოსეთის ალ. თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტისათვის აკადემიური და სამეცნიერო კადრების მომზადების ხელშეწყობის მიზნით:
1. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ ოსეთის ალ. თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით სწავლის უზრუნველსაყოფად დაწესდეს პრეზიდენტის სტიპენდიები.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრეზიდენტის სტიპენდიების გაცემის მიზნით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოუყოს 197 200 (ას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ორასი) ლარი.
3. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დ. ბაქრაძემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრეზიდენტის სტიპენდიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) უზრუნველყოს პირველი პუნქტით გათვალისწინებული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა განაცხადების მიღება, სტიპენდიატთა შერჩევა, მათი საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირება, პრეზიდენტის სტიპენდიების გაცემა და სტიპენდიების გაცემასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.
5. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები