დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 91 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 45, 21/04/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.014530 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.014.530
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №91
2010 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით (სსმ III, 2004წ., №132, მუხ. 1163) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 202 მუხლი:
„მუხლი 202. ბიომეტრიული პასპორტი
სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ 16 წელს მიღწეულ პირებზე პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა მხოლოდ ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით (ბიომეტრიული პასპორტი), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური ნაკლის ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია პირისაგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით ბიომეტრიული პასპორტი არ გაიცემა.“.
2. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-ე მუხლი:
„მუხლი 31. საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობა
1. 2010 წლის 1 ივნისამდე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო რეგისტრაციის დროს, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 12915 მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის გაცემისას, შესაცვლელი პირადობის მოწმობის მიმართ არ გამოიყენება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესი.
2. საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის გაცემისას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა უქმდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შესაბამისი აღნიშვნის გაკეთებით და, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 12915 მუხლის მოთხოვნათა რეალიზაციის მიზნით, მხოლოდ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელებისათვის.
3. საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის მოქმედების ვადა იწურება მისი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით შეცვლისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 2010 წლის 1 სექტემბრისა.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები