დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 44, 20/04/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.014529 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.529
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება № 101/ნ
2010 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
�2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ� საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
��� მუხლი 1
�2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ� საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის 424/ნ ბრძანების (სსმ III, 22.12.2009, №156 მუხლი 1876) პირველი პუნქტში შევიდეს პირველი პუნქტის �ა� ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №1-ის �პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის� მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� �მუხლი 3. კომპონენტები, მომსახურების მოცულობა და მოსარგებლეები
პროგრამის კომპონენტები, მომსახურების მოცულობა და მოსარგებლეები განსაზღვრულია შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| კომპონენტები | მომსახურების მოცულობა | პროგრამის მოსარგებლეები | ||
| 1. ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი სოფლად | ||||
| ა) ამბულატორიული მომსახურების ქვეკომპონენტი სოფლად � | ა.ა) სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება და ჯანმრთელობის დამკვიდრება ა.ბ) პირველადი (მ.შ. იმუნიზაცია), მეორეული (მ.შ. სკრინინგი), მესამეული პრევენცია (დანართი №1-1); ა.გ) ქრონიკული და მწვავე დაავადებების დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომო-კომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე (ოფთალმოსკოპია, ოტოსკოპია, პიკფლუომეტრია, სფიგმომანომეტრია) და მართვა; ა.დ) ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შეფასება და ანალიზის შესასრულებლად სათანადო ლაბორატორიაში პაციენტის დროული მიმართვის ხელშეწყობა. ა.ე) პაციენტის სპეციალისტთან ჰოსპიტალში სათემო და სოციალურ სამსახურებში გაგზავნის საჭიროების შეფასება და დროული მიმართვისა და მისი (და/ან სათანადო ინფორმაციის) უკან დაბრუნების უზრუნველყოფა; �ა.ვ) გავრცელებული დაავადებების გართულებების მართვა; ა.ზ) ქრონიკული დაავადებების მართვა, მათ შორის ინკურაბელური და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობა; ა.თ) ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია; ა.ი) 0-5 წლის ასაკის ბავშვთა მიზნობრივი სამედიცინო მომსახურება, კერძოდ: ა.ი.ა) სამედიცინო მეთვალყურეობა-ფიზიკური განვითარების შეფასება; ა.ი.ბ) სამედიცინო პრობლემათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა; ა.ი.გ) ჯანმრთელობის დამკვიდრება; ა.ი.დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, სამედიცინო საჭიროებათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა; ა.ი.ე) პალიატიური ზრუნვა; ა.ი.ვ) ურგენტული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს. ა.კ) 6 � დან � 60 წლის მოსახლეობის მიზნობრივი სამედიცინო მომსახურება, კერძოდ: ა.კ.ა) ფიზიკური განვითარების შეფასება; ა.კ.ბ) სამედიცინო პრობლემათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა; ა.კ.გ) ჯანმრთელი პირებისა და ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება ა.კ.დ) რეპროდუქციული ჯანმრთელობის დამკვიდრება; ა.კ.ე) ქალთა ჯანმრთელობის პრობლემების დროული იდენტიფიკაცია და მართვა; ა.კ.ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, სამედიცინო საჭიროებათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა; ა.კზ) ორსულთა სამედიცინო მეთვალყურეობა; ა.კ.თ) მშობიარობის შემდგომი მეთვალყურეობა; ა.კ.ი) პალიატიური ზრუნვა; ა.კ.კ) ურგენტული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს. ა.ლ) 60 წელს ზემოთ პაციენტების მიზნობრივი სამედიცინო მომსახურება, კერძოდ: ა.ლ.ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, სამედიცინო საჭიროებათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა; ა.ლ.ბ) პალიატიური ზრუნვა; ა.ლ.გ) ურგენტული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს. ა.მ) ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა �ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ� საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებით დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა IV-100/ა-ს (შემდგომში � �ფორმა IV -№100/ა�) სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ცნობებისა). ა.ნ) ინკურაბელური და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობა (დანართი №1-3). | სოფლად მცხოვრები ქვეყნის მოსახლეობა გარდა �სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის�, �სახალხოარტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის� დაზღვევის�, �კომპაქტურ დასახლებებში მყოფი იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის�, �მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის� სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ� საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებითა და �საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შესახებ� საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა. | ||
| ბ) სპეცდაფინანსების ქვეკომპონენტი | დანართი №1-2-ით განდაზღვრულ სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისიამბულატორიული მომსახურების მიწოდება. | �ონფლიქტურ და სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები | ||
| 2. დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის კომპონენტი | ||||
|
| ა) ინსულინის, ინსულინის ანალოგების, გლუკაგონის, საანალიზო ტექნიკური საშუალებების �შენახვა და გაცემა 0�18 წლმდე ბავშვებისათვის; ამავე მომსახურებით სარგებლობენ 18 წელს გადაცილებული დიაბეტიანი პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (არიან უსინათლოები) აქვთ თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა, უშაქრო დიაბეტი და ის პაციენტები, რომლებიც ჩართული არიან ინტეგრაციის პროგრამაში. ბ) ინსულინის (ფლაკონებში) შენახვა და გაცემა 18�25 წლამდე მოზარდებისათვის; გ) ლაბორატორიული გამოკვლევების უზრუნველყოფა (გლიკოჰემოგლობინი); დ) თვალის დაავადებათა გართულებების მონიტორინგი; ე) ტუბერკულოზის მონიტორინგი; ვ) საქართველოში მცხოვრები დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა (25 წლამდე) და მათი მშობლების დიაბეტური განათლება; ზ) სპეციალიზებული დიაბეტური ლიტერატურის შეძენა, თარგმნა და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა; თ) დიაბეტიან ბავშვთა რეგისტრის წარმოება; ი) დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის პროგრამა. | დიაბეტით დაავადებული ბავშვები და მოზარდები | ||
| 3. ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის კომპონენტი | ||||
|
| ქ თბილისში, ქ. ქუთაისსა და თელავის მუნიციპალიტეტში ინკურაბელურ პაციენტთა ბინაზე პალიატიური მზრუნველობის განხორციელება შესაბამისი მობილური გუნდის მიერ | ქ თბილისში, ქ. ქუთაისსა და თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ინკურაბელური პაციენტები | ||
| 4. სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტი | ||||
| ა) პატიმართა და მსჯავრდებულთა კომისიური წესით შემოწმების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 22 ივლისის №251/ნ-372 ერთობლივი ბრძანებით შექმნილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებებში მყოფ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და ავადმყოფობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადების ან სასჯელისაგან გათავისუფლების მიზანშეწონილობის თაობაზე შესაბამისი დასკვნის მომზადება. | სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი პირები | ||
| ბ) შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა ამბულატორიული მომსახურების ქვეკომპონენტი | ბ. ა) ექიმი-ენდოკრინოლოგის და ექთნის მუდმივი მეთვალყურეობა არანაკლებ სამი დღის განმავლობაში; ბ.ბ) ანგიოლოგის, ნევროპათოლოგის, ოფთალმოლოგის კონსულტაცია საჭიროების შესაბამისად; ბ.გ) დიეტოლოგის კონსულტაცია; ბ.დ) კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები: ბ.დ.ა) გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, არანაკლებ 8 ერთეულისა ერთ პაციენტზე; ბ.დ.ბ) გლიკოჰემოგლობინი; ბ.დ.გ) კრეატინინის განსაზღვრა სისხლში; ბ.დ.დ) მიკროალბუმინურია; ბ.დ.ე) სისხლის საერთო ანალიზი; ბ.დ.ვ) შარდის საერთო ანალიზი; ბ.დ.ზ) ზიმნიცკის სინჯი; ბ.დ.თ) ჩ- პეპტიდი; ბ.დ.ი) ჰომა � 2-ის ინდექსი; ბ.დ.კ) ე.კ.გ.
| შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები | ||
| 5. ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი | ||||
| a) მცხოვრები 5 წლის ჩათვლით ბავშვების ამბულატორიული მომსახურება | ა.ა) პირველადი (მ.შ. იმუნიზაცია), მეორეული (მ.შ. სკრინინგი), მესამეული პრევენცია (დანართი №1-1); ა.ბ) მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომო-კომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე (ოფთალმოსკოპია, ოტოსკოპია, პიკფლუომეტრია, სფიგმომანომეტრია)და მართვა; ა.გ) ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შეფასება და ანალიზის შესასრულებლად სათანადო ლაბორატორიაში პაციენტის დროული მიმართვის ხელშეწყობა. ა.დ) სპეციალისტთან, ჰოსპიტალში და სოციალურ სამსახურებში გაგზავნის საჭიროების შეფასება და დროული მიმართვისა და მისი (და/ან სათანადო ინფორმაციის) უკან დაბრუნების უზრუნველყოფა; ა.ე) გავრცელებული დაავადებების გართულებების მართვა; ა.ვ) ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია; ა.ზ) მიზნობრივი სამედიცინო მომსახურება, კერძოდ: ა.ზ.ა) სამედიცინო მეთვალყურეობა-ფიზიკური განვითარების შეფასება; სამედიცინო პრობლემათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა; ა.ზ.ბ)ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, სამედიცინო საჭიროებათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა; ა.ზ.გ) პალიატიური ზრუნვა; ა.ზ.დ) ურგენტული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს. ა.თ) ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა. ა.ი) ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე ტესტ-ჩხირებით გამოკვლევების უზრუნველყოფა (შარდის ანალიზი, პერიფერიული სისხლის შაქარი, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში, ჰემოგლობინის განსაზღვრა შარდში). ა.კ) ინკურაბელური და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობა (დანართი №1-3) | თვითმმართველ ქალაქებში, ქალაქებსა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების-მუნიციპალიტეტების ცენტრებში მცხოვრები 5 წლის ჩათვლით ბავშვები, გარდა სოფლად მცხოვრები ქვეყნის მოსახლეობის, �სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის�, �სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის�, �კომპაქტურ დასახლებებში მყოფი იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის�, �მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის� �სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ� საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებითა და �საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ� საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.. | ||
| ბ) 60 წელს ზემოთ მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურება | ბ.ა) სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება და ჯანმრთელობის დამკვიდრება ბ.ბ) პირველადი (მ.შ. იმუნიზაცია), მეორეული (მ.შ. სკრინინგი), მესამეული პრევენცია(დანართი№1-1) ბ.გ) ქრონიკული და მწვავე დაავადებების დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომო-კომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე (ოფთალმოსკოპია, ოტოსკოპია, პიკფლუომეტრია, სფიგმომანომეტრია) და მართვა; ბ.დ) ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შეფასება და ანალიზის შესასრულებლად სათანადო ლაბორატორიაში პაციენტის დროული მიმართვის ხელშეწყობა. ბ.ე) პაციენტის სპეციალისტთან, ჰოსპიტალში, სათემო და სოციალურ სამსახურებში გაგზავნის საჭიროების შეფასება და დროული მიმართვისა და მისი (და/ან სათანადო ინფორმაციის) უკან დაბრუნების უზრუნველყოფა; �ბ.ვ) გავრცელებული დაავადებების გართულებების მართვა; ბ.ზ) ქრონიკული დაავადებების მართვა ბ.თ) ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია; ბ.ი) ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დამკვიდრება, ასევე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, სამედიცინო საჭიროებათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა; ბ.კ) პალიატიური ზრუნვა; ბ.ლ) ურგენტული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს. ბ.მ) ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა ფორმა №№IV -100/ა, სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ცნობები). ბ.ნ) ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე ტესტ-ჩხირებით გამოკვლევების უზრუნველყოფა (შარდის ანალიზი, პერიფერიული სისხლის შაქარი, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში, ჰემოგლობინის განსაზღვრა შარდში. ბ.ო) ინკურაბელური და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობა (დანართი №1-3). | თვითმმართველ ქალაქებში, ქალაქებსა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების-მუნიციპალიტეტების ცენტრებში მცხოვრები 60 წელს ზემოთ მოსახლეობა, გარდა სოფლად მცხოვრები ქვეყნის მოსახლეობის, �სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის�, �სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის�, �კომპაქტურ დასახლებებში მყოფი იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის�, �მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის� �სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ� საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებითა და �საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ�ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ� საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა. | ||
| გ) 6-დან 60წწ. დიაბეტიანი და ონკოინკურაბელური პაციენტების ამბულატორიული მომსახურება
| გ.ა) სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება და ჯანმრთელობის დამკვიდრება გ.ბ) პირველადი (მ.შ. იმუნიზაცია), მეორეული (მ.შ. სკრინინგი), მესამეული პრევენცია (დანართი №1-3); გ.გ) ქრონიკული და მწვავე დაავადებების დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომო-კომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე (ოფთალმოსკოპია, ოტოსკოპია, პიკფლუომეტრია, სფიგმომანომეტრია) და მართვა; გ.დ) ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შეფასება და ანალიზის შესასრულებლად სათანადო ლაბორატორიაში პაციენტის დროული მიმართვის ხელშეწყობა. გ.ე) პაციენტის სპეციალისტთან, ჰოსპიტალში და სოციალურ სამსახურებში გაგზავნის საჭიროების შეფასება და დროული მიმართვისა და მისი (და/ან სათანადო ინფორმაციის) უკან დაბრუნების უზრუნველყოფა; �გ.ვ) გავრცელებული დაავადებების გართულებების მართვა; გ.ზ) ქრონიკული დაავადებების მართვა გ.თ) ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია; გ.ი) ურგენტული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს. გ.კ) ინკურაბელური შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების მეთვალყურეობა, (დანართი №1-3) კერძოდ: გ.კ.ა) ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შეფასება და ანალიზის შესასრულებლად სათანადო ლაბორატორიაში პაციენტის დროული მიმართვის ხელშეწყობა. გ.კ.ბ) პაციენტის სპეციალისტთან, ჰოსპიტალში და სოციალურ სამსახურებში გაგზავნის საჭიროების შეფასება და დროული მიმართვისა და მისი (და/ან სათანადო ინფორმაციის) უკან დაბრუნების უზრუნველყოფა; გ.კ.გ) გართულებების მონიტორინგი; გ.კ.დ) ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევების უზრუნველყოფა გ.ლ) ონკოინკურაბელური პაციენტების მეთვალყურეობა და შესაბამისი პალიატიური მკურნალობის უზრუნველყოფა (დანართი №1-3) გ.მ) ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა ფორმა №IV -100/ა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ცნობები). გ.ნ) ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე ტესტ-ჩხირებით გამოკვლევების უზრუნველყოფა (შარდის ანალიზი, პერიფერიული სისხლის შაქარი, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში, ჰემოგლობინის განსაზღვრა შარდში). | თვითმმართველ ქალაქებში, ქალაქებსა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების-მუნიციპალიტეტების ცენტრებში მცხოვრები 6-დან 60წწ. დიაბეტიანი და ონკოინკურაბელური პაციენტები, გარდა სოფლად მცხოვრები ქვეყნის მოსახლეობის, �სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის�, �სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის�, �კომპაქტურ დასახლებებში მყოფი იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის�, �მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის� �სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ� საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებითა და "საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ� საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა. | ||
��� მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავ ე.
ა. კვიტაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები