„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 255
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 44, 20/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.014527
  • Word
255
19/04/2010
სსმ, 44, 20/04/2010
280120000.22.026.014527
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.014.527

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება 255

2010 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. შეიარაღებული ძალებისა და მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იმყოფებიან მუდმივი დისლოკაციის ადგილის გარეთ, სპეციალური დავალების შესასრულებლად ან დანიშნული/მივლინებული არიან დროებით შტატზე და რომელთა კატეგორიებს ან თანამდებობათა ნუსხებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ეძლევა დანამატი 500 ლარის ოდენობით.“.

2. დაემატოს 32 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„32. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დანიშნული/მივლინებული არიან დროებით შტატზე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, დროებით შტატზე ყოფნის პერიოდში ანაზღაურება მიეცემათ ძირითადი საშტატო კატეგორიისათვის განსაზღვრული ანაზღაურების ოდენობით.“.

3. დაემატოს 371 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„371. უფროსი ან უმაღლესი სამხედრო წოდების თანამდებობაზე მყოფ სამხედრო მოსამსახურისათვის ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება შესაძლებელია შესყიდულ იქნეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ღირებულებისა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, თუ სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ადგილას არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი.“.

    მუხლი 2

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია