დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 480 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 119, 23/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №480
2007 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №88, მუხ. 1166) შეტანილ იქნეს ცვლილება და 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„30. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სახელმწიფოს წინაშე ან ნამსახური აქვს უწყვეტი 10 კალენდარული წელი, ხოლო ამ მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრი (მემკვიდრე), აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობების, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად გარდაცვლილი სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ოჯახის წევრი (მემკვიდრე), რომელმაც სახელმწიფო საბინაო ფონდიდან სამსახურებრივი დანიშნულებით მიიღო ბინა, შეიძენს მასზე პრივატიზაციის უფლებას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები