„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №180 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №180 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 318
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 44, 20/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 17/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.014528
  • Word
318
20/04/2010
სსმ, 44, 20/04/2010
040030000.22.033.014528
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №180 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.528

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 318

2010 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №180 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №180 ბრძანებით (სსმ III, 27.03.09წ., №38, მუხლი 437) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, ისე რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გამოიყენება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 კ. ბაინდურაშვილი