დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| კერძო აღმასრულებლების მიერ სააღსრულებო საქმისწარმოების განხორციელების პირობებისა და ფორმის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 88 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 14/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070030000.22.027.014486 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/04/2010 - 27/08/2015)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.027.014.486
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2010 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
სააღსრულებო საქმისწარმოების ერთიანი სტანდარტებისა და სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1416 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. კერძო აღმასრულებლებმა სააღსრულებო საქმისწარმოება განახორციელონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმით – სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო), კერძო აღმასრულებელთან სტანდარტული პირობებით დადებული შეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყოს სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის კერძო აღმასრულებლისათვის მიწოდება (დაშვება – ავტორიზაცია) და ამასთან დაკავშირებით სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური საქმიანობის განხორციელება.
3. სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მიწოდებისა და სარგებლობის პირობები განისაზღვრება ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმებით.
4. სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამით სარგებლობისათვის კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის გადასახდელი საფასური განისაზღვრება წელიწადში 500 ლარის ოდენობით.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყოს კერძო აღმასრულებლებისათვის სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის გამოყენების შემსწავლელი სასწავლო კურსის ჩატარების ორგანიზება.
6. ეს ბრძანება, გარდა პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
7. ამ ბრძანების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 30 აპრილიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები