დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 მარტის №72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38, 12/04/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470010000.22.035.014474 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.22.035.014.474
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის
ბრძანება №90/ნ
2010 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
„იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 მარტის №72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 მარტის №72/ნ ბრძანების (სსმ, III ნაწ., 03.04.2003 წ., №26, მუხ. 239) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რესპირატორული ტუბერკულოზი ბაქტერიოლოგიურად ან ჰისტოლოგიურად დადასტურებული:
ა. ფილტვების დესტრუქციული (ფიბროზულ-კავერნული, დისემინირებული, ციროზული), პროგრესირებადი ტუბერკულოზი;
ბ. პროგრესირებადი კაზეოზური პნევმონია;
გ. ფილტვების ზემდგრადი ტუბერკულოზი;
დ. პლევრის ქრონიკული ტოტალური ემპიემა, პლევრო-ბრონქული მარგულით.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები