„მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №234 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №234 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 07/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 07/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 040230000.22.027.014465
  • Word
83
07/04/2010
სსმ, 36, 07/04/2010
040230000.22.027.014465
„მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №234 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.22.027.014.465

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №83

2010 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

„მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №234 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №234 ბრძანებით (სსმ III, 2009წ., №158, მუხ. 1907) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოვალეთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება – სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან და რომელთა მიმართაც გავიდა ფულადი გადახდევინების თაობაზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულების ქვემდებარე აქტების ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადა, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეესტრში მოვალის შესახებ მონაცემების რეგისტრაცია, კანონით განსაზღვრული საფუძვლებით, ხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების აღმასრულებლების მიერ. რეესტრიდან პირის ამორიცხვა ხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების აღმასრულებლების მიერ („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 194 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას, შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს უფროსთან შეთანხმებით). კერძო აღმასრულებლები, მათ წარმოებაში არსებულ საქმეებზე უშუალოდ ახორციელებენ მოვალის მონაცემების რეესტრში რეგისტრაციას და რეესტრიდან პირის ამორიცხვას.

4. რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს და მასში მონაცემების რეგისტრაციაზე ზედამხედველობას ახორციელებს (პასუხისმგებელია) აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. რეესტრის წარმოებაზე, მის წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით, პასუხისმგებელია აგრეთვე კერძო აღმასრულებელი.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. რეესტრში არასწორი მონაცემების რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია ასეთი მონაცემების მარეგისტრირებელი აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი. კერძო აღმასრულებლის მიერ რეგისტრირებულ მონაცემებზე პასუხისმგებელია კერძო აღმასრულებელი. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ან უკვე რეგისტრირებული მონაცემები ეჭვის არსებობის შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ დაუყოვნებლივ გადამოწმებას.“;

გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. რეესტრში მოვალის შესახებ მონაცემების რეგისტრაცია/რეესტრიდან პირის ამორიცხვა ხორციელდება კანონით დადგენილი საფუძვლების წარმოშობისას, იმავე სამუშაო დღეს.

9. აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 194 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობისას, რეესტრიდან პირის ამორიცხვის შესახებ თანხმობის მისაღებად, ვალდებულია იმავე სამუშაო დღეს მიმართოს შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს უფროსს.“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) რეესტრში მოვალის შესახებ მონაცემების რეგისტრაციის ან რეესტრიდან პირის ამორიცხვის საფუძველი; მონაცემების მარეგისტრირებელი პირი – აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი, მისი რეკვიზიტები; კერძო აღმასრულებელი, მისი რეკვიზიტები;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების აღმასრულებლებმა მოვალეთა რეესტრში მოვალის შესახებ მონაცემების რეგისტრაციასა და რეესტრიდან პირის ამორიცხვასთან დაკავშირებული მოქმედებები, ამ ბრძანებით დადგენილი წესით, განახორციელონ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს მიმართ განსაზღვრული დროიდან, ხოლო კერძო აღმასრულებლებმა მოვალეთა რეესტრში მოვალის შესახებ მონაცემების რეგისტრაცია და რეესტრიდან პირის ამორიცხვა, მათ წარმოებაში არსებულ საქმეებზე, ამ ბრძანებით დადგენილი წესით, განახორციელონ 2010 წლის 30 აპრილიდან.

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების აღმასრულებლებისა და კერძო აღმასრულებლების მიერ ამ ბრძანებით მინიჭებული უფლებამოსილებების სრულად განხორციელებამდე, მოვალეთა რეესტრში მოვალის შესახებ მონაცემების რეგისტრაცია და რეესტრიდან პირის ამორიცხვა შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს ან კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეებზე ხორციელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი