დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 81 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 07/04/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 07/04/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240020.22.027.014463 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.014.463
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №81
2010 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №40, მუხ. 457) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ოპერატიული სამმართველო.“.
2. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ოპერატიული სამმართველო ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით ახორციელებს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს ოპერატიული საქმიანობის მხარდაჭერას; ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის და უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს გენერალური ინსპექციის უფროსი. გენერალური ინსპექციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის ოპერატიული სამმართველოს უფროსი.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დოკუმენტის კომენტარები