"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 370
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 12/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.014471
  • Word
370
12/04/2010
სსმ, 38, 12/04/2010
040030000.22.034.014471
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.471

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №370

2010 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის 1633 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

     მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებით (სსმ III, 28.12.2007 წ., №186, მუხ. 2090) დამტკიცებული ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის განმსაზღვრელ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დანართის მე-4, მე-6, მე-8, მე-10, მე-16 და მე-17 პლანშეტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. დანართს დაემატოს თანდართული რედაქციის №81  პლანშეტი.

     მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                 

ი. მერაბიშვილი

mwvan-333planshet-mwvane-9

ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა

პლანშეტი 4

1. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი; შავი პიჯაკი ღილკილოთი; შავი წინაფრიანი ქუდი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ფერის ჰალსტუხი; თეთრი მაისური; შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი); წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – დამცავი რუხი-მწვანე ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი; შავი მოკლე ქურთუკი; შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ფერის ჰალსტუხი; თეთრი მაისური: შავი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

planshet-mwvane-2

პლანშეტი 6

1. ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი; შავი ფერის პალტო; შავი წინაფრიანი ქუდი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; რუხი ფერის ყელსახვევი: თათრი მაისური; შავი ფეხსაცმელი; (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი; შავი გრძელი დათბუნებული ქურთუკი; შავი ფერის დათბუნებული კეპი; თათრი მაისური: შავი ფეხსაცმელი; (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

planshet-mwvane-1

saaRlumo gamosasvleli forma

პლანშეტი 8

     სააღლუმო გამოსასვლელი დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი; შავი ერთბორტიანი პიჯაკი ოქროსფერი აქსელბან ით და ღილკილოთი; შავი წინაფრიანი ქუდი: დამცავი (ღიაცისფერი ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; თეთრი მაისური; შავი ფეხსაცმელი.

     წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

სააღლუმო გამოსასვლელი ( სარიტუალო) ფორმა

პლანშეტი 81

     სააღლუმო გამოსასვლელი (სარიტუალო) წითელი ქვედაბოლო; თეთრი პიჯაკი კომბინირებული წითელ ფერთან გამოყვანილი სილუეტით, ოქროსფერი აქსელბან ით და კანტებით; თეთრი ქუდი კომბინირებული წითელ ფერთან (წითელი კანტი); თეთრი მაღლაყელიანი ჩექმა.

     წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

                  planshet-mwvane-=3

ყოველდღიური საგაზაფხულო- საშემოდგომო ფორმა

მოსამსახურე ქალებისათვის

პლანშეტი 10

1. ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – შავი ფერის ქვედაბოლო ან შავი ფერის შარვალი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის მაისური მოკლე სახელოთი; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – შავი ფერის ქვედაბოლო ან შავი ფერის შარვალი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი: მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის სვიტერი; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – შავი ფერის ქვედაბოლო ან შავი ფერის შარვალი; შავი ფერის პიჯაკი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

4. ყოველდღიური ზამთრის ფორმა – შავი ფერის ქვედაბოლო ან შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ქურთუკი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის სვიტერი; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 16

     საზაფხულო და ზამთრის ყოველდღიური საავიაციო უშიშროების ფორმა მოსამსახურე კაცებისათვის – შავი ფერის ქურთუკი, ლურჯი ფერის გრძელსახელოებიანი და მოკლესახელოებიანი ნაქსოვი პულოვერი, ლურჯი ფერის ჟილეტი გაწყობილი ამრეკლი ზოლებით, სასიგნალო ჟილეტი, ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი და მოკლესახელოებიანი პერანგი, საწვიმარი ლაბადა, რომლებზეც გამოსახულია წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე – „დაცვის პოლიცია“, „AVIATION RITI”; შავი ფერის კლასიკური შარვალი, შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი), წითელი (მეწამური) ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურაპლანშეტი 17

   საზაფხულო და ზამთრის ყოველდღიური საავიაციო უშიშროების ფორმა მოსამსახურე ქალებისათვის – შავი ფერის ქურთუკი, ლურჯი ფერის გრძელსახელოებიანი და მოკლესახელოებიანი ნაქსოვი პულოვერი, ლურჯი ფერის ჟილეტი გაწყობილი ამრეკლი ზოლებით, სასიგნალო ილეტი, ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი და მოკლესახელოებიანი პერანგი, საწვიმარი ლაბადა, რომლებზეც გამოსახულია წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე – „დაცვის პოლიცია“, AVIATION SECURItE”; შავი ფერის კლასიკური შარვალი ან შავი ფერის კლასიკური ქვედაბოლო, წითელი (მეწამური) ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი.

   წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.