„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 228
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 06/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.014455
  • Word
228
06/04/2010
სსმ, 35, 06/04/2010
280120000.22.026.014455
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.014.455

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №228

2010 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფის იმ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს, გარდა სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირისა, რომელთა კატეგორიებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ეძლევათ დანამატი დანართი №17 შესაბამისად.“

ბ) მე-9 დანართის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1   

შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმომადგენელი ნატოში

ევრო

1 300

700

1460

2 500

5 960

                                                                  “;

ბ.ბ) შენიშვნის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიხედვით, მოთხოვნების შესაბამისად, ხორციელდება ინვენტარის, მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად თანხების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში დამატებით წარმომადგენლობითი და შენახვის ხარჯების გამოყოფა.“.

გ) მე-17 დანართის:

გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დანამატების ნუსხა“;

გ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, დეპარტამენტის უფროსი

1 300

                                                                                                                                          “.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2010 წლის პირველი აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ბ. ახალაია