„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივნისის №198/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 88/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 37, 08/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.035.014469
  • Word
88/ნ
07/04/2010
სსმ, 37, 08/04/2010
010240070.22.035.014469
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივნისის №198/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივნისის №198/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.035.014.469

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №88/ნ

2010 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივნისის №198/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივნისის №198/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 29.06.2007, №92, მუხ.989) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„დ) სახელმწიფო პროგრამების ინსპექტირების სამსახური;“.

2. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

     „მუხლი 9. სახელმწიფო პროგრამების ინსპექტირების სამსახური

სახელმწიფო პროგრამების ინსპექტირების სამსახურის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კონტრაქტორი დაწესებულებების (ფიზიკური და იურიდიული პირების) მიერ გაწეული მომსახურების შესრულების მიმ-დინარეობის მონიტორინგი;

ბ) მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაწეული მომსახურების კონტროლი და სახელშეკრულებო ვალდებულებების ინსპექტირება;

გ) პროგრამების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ფარგლებში კონტრაქტორთა შემოწმების მასალების სისტემატიზაცია, გამოვლენილი დარღვევების გაანალიზება, მათი აღმოფხვრის მიზნით, წინადადებების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.“.

3. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

     „მუხლი 12. იურიდიული სამსახური

იურიდიული სამსახურის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა გადაწყვეტა და სააგენტოსთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;

გ) სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება-მომზადებაში მონაწილეობის მიღება, სამართლებრივი ექსპერტიზა.

დ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის მონიტორინგი.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი