დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მუდმივმოქმედი ცენტრალური საექსპერტო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 20 მარტის №184 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 08/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.22.023.014467 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.22.023.014.467
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №12
2010 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მუდმივმოქმედი ცენტრალური საექსპერტო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 20 მარტის №184 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მუდმივმოქმედი ცენტრალური საექსპერტო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 20 მარტის №184 ბრძანების (სსმ III, 30.03.2006., №42, მუხ. 486) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის სამუშაოთა ორგანიზებისა და ჩატარების, მათი საარქივო შენახვისათვის გადასაცემად მომზადების მიზნით შეიქმნას მუდმივმოქმედი ცენტრალური საექსპერტო კომისია.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები