„საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №273 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 06/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 06/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 05/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 110030000.22.027.014460
  • Word
78
06/04/2010
სსმ, 35, 06/04/2010
110030000.22.027.014460
„საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №273 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.030.000.22.027.014.460

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №78

2010 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №273 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №273 ბრძანებით (სსმ III, 2008წ., №168, მუხ.1717) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) დეპარტამენტის სპეციალისტები.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის მრჩევლები:

ა) ახორციელებენ პირადი საქმეების აღიცხვა-წარმოებას და შენახვას;

ბ) აწარმოებენ საშტატო განრიგებში ცვლილებების დროულ და ზუსტ აღრიცხვას;

გ) ახორციელებენ შრომის წიგნაკების აღრიცხვას, შენახვას და გაცემას;

დ) უზრუნველყოფენ პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივი მოწმობების აღრიცხვას და გაცემას;

ე) ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს.“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. დეპარტამენტის სპეციალისტები:

ა) უზრუნველყოფენ დეპარტამენტში საქმისწარმოების წარმართვას;

ბ) ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი