,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 08/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 16/11/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.10.003.000.200
  • Word
66
08/04/2005
სსმ, 41, 08/04/2005
010.240.020.10.003.000.200
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №66

2005 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულე­ბის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგე­ნილებით დამტკიცე­ბულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინის­ტროს დებუ­ლებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2004 წ., №65, მუხლი 570) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­­ციით:

    ,,მუხლი 7.

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) მინისტრის სამდივნო დეპარტამენტი;

ბ) ევროპის საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარ­ტამენტი;

გ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინ­ტე­გ­რაციის დეპარტამენტი;

დ) ამერიკის დეპარტამენტი;

ე) რუსეთის დეპარტამენტი;

ვ) რეგიონალური თანამშრომლობის დეპარტამენტი;

ზ) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარ­ტამენტი;

თ) აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტი;

ი) საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა და დიასპორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

კ) საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტი;

ლ) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი;

მ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი;

ნ) კადრების დეპარტამენტი;

ო) საკონსულო დეპარტამენტი;

პ) სამართლებრივ საკითხთა და პარლამენტთან ურ­თიერ­თობის დეპარტამენტი;

ჟ) საფინანსო სამსახური;

რ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსა­ხური;

ს) ოფიციალურ კორესპონდენციებზე მუშაობისა და საორგა­ნიზაციო საკითხების სამსახური;

ტ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახური;

უ) საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველო;

ფ) გენერალური ინსპექცია;

ქ) საგანგებო დავალებათა ელჩების ჯგუფი”.

2. ამოღებულ იქნეს დებულების მე-8 მუხლის მეო­რე პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტი.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 და 262 მუხლები:

     „მუხლი 261. გენერალური ინსპექცია

1. გენერალური ინსპექცია არის სამინისტროს სტრუქ­­ტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მოსამსა­ხურეთა საქმიანობის კონ­ტროლს.

2. ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამი­ნისტროს სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა მიერ კანო­ნიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი გადა­ცდომის ფაქ­ტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პროფი­ლაქტიკა;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებ­რივი მოკვლევა, სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ დასკვნების მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;

გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების, აგ­რეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების მი­ერ გაწეული ხარჯების კანონიერებისა და მიზნობ­რიობის კონტროლი;

დ) სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავ­შირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ე) მინისტრის დავალებით და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლე­ბამოსილებათა განხორციელება.

    მუხლი 262. საგანგებო დავალებათა ელჩების ჯგუფი

1. საგანგებო დავალებათა ელჩების ჯგუფი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს მინისტრის კონკრეტული მითითებებისა და დავალებების შესრულებას.

2. საგანგებო დავალებათა ელჩების ჯგუფის ამო­ცანებია:

ა) საგარეო საქმეთა მინისტრის დავალებით საქართვე­ლოს საგარეო პოლიტიკის ცალკეული მიმართულების ხელმძღვა­ნელობა-კოორდინაცია;

ბ) საგარეო საქმეთა მინისტრის დავალებით საქარ­თველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობა;

გ) სამსახურებრივი საქმიანობით მოპოვებული ინფორ­მაციის მიწოდება საგარეო საქმეთა მინისტრისათვის;

დ) საგარეო საქმეთა მინისტრის დავალებით სამინის­ტროს წარმოდგენა საერთაშორისო ურთიერთობებში (ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკება, საერ­თაშორისო კონფერენცია, კონგრესი);

ე) საგარეო საქმეთა მინისტრის დავალებით მონაწილეობის მიღება საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფო და სამთავრობო დონის დელეგაციებისათვის გათვალის­წინებულ ცალკეულ ღონისძიებებში;

ვ) საზღვარგარეთ საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პროგრამის რეალიზაციის დროს მონაწილეობის მიღება განსახილველი დოკუმენტების პროექტების (ან მათი კერძო დებულებების) შემუშავებასა და დახვეწაში;

ზ) საგარეო საქმეთა მინისტრის დავალებით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს ქვედანაყოფების მიერ განხორციელებული კონკრეტული საქმიანობის კონტ­როლი;

თ) დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის ეფექ­ტიანობის ზრდის უზრუნველსაყოფად  წინადადებებისა და მოსაზრებების შემუშავება და საგარეო საქმეთა მინისტრისათვის განსახილველად წარდგენა.”.

4. დებულების 29-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ” ქვეპუნქტი:

,,ზ) საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულ­­ტუ­­­რუ­­ლი მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი.”.

5. დებულების 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

     „მუხლი 29. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რო­მელ­თა საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორ­ციელებს საქარ­თველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, არიან:

ა) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუს­თან და მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახური ,,დიპლომატი”;

ბ) საქართველოს საინვესტიციო ცენტრი;

გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თა­რ­გმნის ბიურო;

დ) საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტუ­რული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი.

2. კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სა­მარ­თლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სა­გარეო საქმეთა მინისტრი”.

6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტრუქ­­ტურული ცვლილებები განახორციელოს ,,საქარ­თველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით დამტკიცებულ მომუშავეთა რიცხოვნობისა და ასი­გნებათა ფარგლებში.

7. ა) დადგენილება, გარდა მეხუთე პუნქტისა, ამოქ­მედდეს გამოქვეყნებისთანავე;

ბ) დადგენილების მეხუთე პუნქტი ამოქმედდეს    2005 წლის 10 მაისიდან.

ზ. ნოღაიდელი