დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 251 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/03/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.014428 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.014.428
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №251
2010 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებით (სსმ III, 20.05.09, №62, მუხლი 694) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 211 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1143 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ცოდნა;“;
ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“, საქართველოს კანონის „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1143 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ცოდნა;“;
გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“, საქართველოს კანონის „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1143 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ცოდნა;“;
დ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს შრომის კოდექსის, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1143 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ცოდნა;“.
2. VII თავი და 39-ე-46-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები