დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 263 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230020020.22.033.014440 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.014.440
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №263
2010 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2323) დამტკიცებული „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციის მე-11 მუხლის:
1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დეკლარაციას ავსებს:
ა) დეკლარანტი, რომელიც დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით და, მას აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;
ბ) წარმომადგენელი:
ბ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საბაჟო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ.ბ) დეკლარაციის ელექტრონულად შევსების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, თუ წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში.
გ) საბაჟო ორგანო იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე.“.
2. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები