დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 261 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/03/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.014438 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.438
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №261
2010 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხ. 1881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი), აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1):
ა) მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დეკლარაციას ავსებს:
ა) დეკლარანტი, რომელიც დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით და მას აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;
ბ) წარმომადგენელი, როდესაც:
ბ.ა) დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საბაჟო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ.ბ) წარმომადგენელს აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;
გ) საბაჟო ორგანო იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
4. საქართველოს საწარმო ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა, საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში (შემდგომში „ASYCUDA”) დაშვების მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:
ა) „პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან ან მისი წარმომადგენლის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასთან და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის და პირობების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში:
ა.ა) საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში დაშვების შესახებ განცხადებას (დანართი №18);
ა.ბ) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემულ 50 000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიას „გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით გათვალისწინებული ფორმითა და წესით;
ბ) „პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან ან მისი წარმომადგენლის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასთან და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის და პირობების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში დაშვების შესახებ განცხადებას (დანართი №18).“;
ბ) მე-6 მუხლის:
ბ.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დეკლარაციის წარდგენის უფლება აქვს დეკლარანტს ან მის წარმომადგენელს.“;
ბ.ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. აკრძალულია საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციაში მონაცემების შეტანა, დამატება ან მასში მონაცემების შეცვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დეკლარაციის შევსება ხორციელდება საბაჟო ორგანოს მიერ, ან როდესაც მონაცემების შეტანა ან/და შეცვლა განეკუთვნება საბაჟო ორგანოს კომპენტენციას, აგრეთვე როდესაც ხორცილედება ელექტრონული დამუშავების დროს გამოყენებული კოდირებული მონაცემების შეცვლა ან დამატება, თუ ისინი დეკლარაციაში შეტანილია არაკოდირებული სახით.“;
ბ.გ) 261 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„261. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილია სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის თაობაზე შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება, საბაჟო მოხელის მიერ მოწმდება, რამდენად შეესაბამება დეკლარანტის მიერ დეკლარაციაში მითითებული და სხვა დოკუმენტებში წარმოდგენილი ინფორმაცია წინასწარ საბაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ორგანოს წარედგინება საქონელი ან/და ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება წინასწარ საბაჟო გადაწყვეტილებაში აღნიშნულ მონაცემებს, ან თუ გასულია წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მოქმედების ერთწლიანი ვადა, საბაჟო მოხელე უფლებამოსილია, დეკლარირებული საქონლის მიმართ სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის გადამოწმებისას არ გაითვალისწინოს წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების შინაარსი.“;
ბ.დ) 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„32. დეკლარაციის შემოწმების შემდეგი ეტაპია საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემოწმება. ეს შემოწმება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციაში მითითებულია ასეთი შეღავათების გამოყენების შესახებ. ამისათვის საბაჟო მოხელე ამოწმებს თანმხლებ დოკუმენტებს, რაც აუცილებელია შეღავათების მისაღებად საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადასტურებისათვის (წარმოშობის სერტიფიკატი). ასევე მოწმდება დოკუმენტები, რაც წარმოადგენს სხვა საგადასახადო შეღავათების გავრცელების საფუძველს (საქონლისათვის ჰუმანიტარული ან გრანტის სტატუსის მინიჭება და სხვა).“;
ბ.ე) 54-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„54. საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების პროცესში დანაშაულის ნიშნების არსებობისას საბაჟო მოხელე ატყობინებს უშუალო ხელმძღვანელს, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად შესაძლებელია დახმარებისათვის მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. საქმის მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით, ხოლო საბაჟო ორგანოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება საქონლის გაშვების პროცედურების შეჩერების შესახებ.“;
გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გრაფები: A, B, C ივსება მხოლოდ საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის მიერ.“.
2. ბრძანების პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4):
ა) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საქართველოს საწარმო ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა, ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, გაცხადებულ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისათვის საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა “ASYCUDA“-ში (შემდგომში “ASYCUDA“) დაშვების მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემა “ASYCUDA“-ში დაშვების შესახებ განცხადებას (დანართი №18).“;
ბ) მე-7 მუხლის:
ბ.ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. დეკლარაციის წარდგენის უფლება აქვს დეკლარანტს ან მის წარმომადგენელს.“;
ბ.ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. აკრძალულია საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციაში მონაცემების შეტანა, დამატება ან მასში მონაცემების შეცვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დეკლარაციის შევსება ხორციელდება საბაჟო ორგანოს მიერ, ან როდესაც მონაცემების შეტანა ან/და შეცვლა განეკუთვნება საბაჟო ორგანოს კომპენტენციას, აგრეთვე, როდესაც ხორცილედება ელექტრონული დამუშავების დროს გამოყენებული კოდირებული მონაცემების შეცვლა ან დამატება, თუ ისინი დეკლარაციაში შეტანილია არაკოდირებული სახით.“.
3. ბრძანების პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) „ნაწილი 13. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო საწყობების (ღია ან დახურული), საქონლის დროებითი დასაწყობების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა და შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორის“ პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო საწყობების (ღია ან დახურული), საქონლის დროებითი დასაწყობების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტების, საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა საწყობების კლასიფიკატორი მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ცხადდება საჯაროდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად.“.
4. ბრძანების პირველი მუხლის „ს“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში დაშვების შესახებ განცხადება“ (დანართი №18) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„დანართი №18
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს
საწარმოს ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის:
(წარმომადგენლის)
------------------------------------------------------------------------------------------------
(დასახელება (სახელი, გვარი), მისამართი, საიდენტიფიკაციო №...)
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------- (ტელეფონი/ფაქსი)
განცხადება
საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში დაშვების შესახებ
გთხოვთ უზრუნველყოთ საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში დაშვება.
იმ ფიზიკური პირის (პირების) საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელთა მიერ უშუალოდ შეივსება საბაჟო დეკლარაცია
ფიზიკური პირის სახელი, გვარი: ----------------------------------------------------------------------
მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია, ნომერი, პირადი ნომერი: -------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
(რამდენიმე ფიზიკური პირის შემთხვევაში განცხადებას დაურთეთ ამ პირების შესახებ აღნიშნული მონაცემები)
სისტემაში დაშვებული პირის (პირების) სტატუსი:
დანართი:
საბანკო გარანტია ( გვ.)
(საბანკო გარანტია არ წარედგინება, თუ საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება მისივე ბეჭდით დამოწმებული (მისი არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას (მეურვე, მშობელი და სხვ.), რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით; როდესაც პირი განახორციელებს მხოლოდ ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საბაჟო-სატვირთო დეკლარაციასთან დაკავშირებულ საბაჟო პროცედურებს ან წარმომადგენლობა ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ (გარდა რეზიდენტი ფიზიკური პირისა) ან უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის მიერ საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის დეკლარირებისას.)
სხვა ( გვ.) (მიუთითეთ დანართის დასახელება)
განმცხადებლის ხელმოწერა:
თარიღი“.
5. ბრძანების პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფიზიკური პირის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №22) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე საბაჟო ორგანო იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები