„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 52/01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.014448
  • Word
52/01
31/03/2010
სსმ, 34, 01/04/2010
220090000.18.011.014448
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.014.448

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №52/01

2010 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში   დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით (სსმ III, 10.07.2007, №97, მუხ. 1040) დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ჰ.ლ“ ქვეპუნქტი:

„ჰ.ლ) საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი (IBAN) – „საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01  ბრძანებით დადგენილი წესით და ISO 13616 სტანდარტის შესაბამისად გენერირებული უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც წარმოადგენს ლათინური სიმბოლოების და არაბული ციფრების 22 (ოცდაორი) ერთეულის კომბინაციას, და რომელიც გამოიყენება საბანკო ანგარიშის აღნიშვნისათვის.“.

2. დანართი №2-ის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმღების ანგარიშის ნომერი თუ არ წარმოადგენს  IBAN-ს, მაშინ მიმღები  ბანკის  მიერ  მიმღების  ანგარიშზე  სახსრების  ჩარიცხვა  წარმოებს კორესპონდენტი  ბანკისგან (ან „კლიენტი-ბანკის“  შემთხვევაში,  როდესაც  მიმღები  ამავე  ბანკის  კლიენტია),  მიღებულ  ელექტრონულ (ან  ქაღალდის)  საგადახდო საბუთში მითითებული მიმღების ანგარიშის ნომრის და მიმღების დასახელების მიხედვით. ამ რეკვიზიტებიდან  მხოლოდ  ერთ-ერთის  შესაბამისობის  შემთხვევაში  მიმღების ანგარიშზე  სახსრების  ჩარიცხვა  დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში,  სახსრების  მფლობელის დადგენამდე, ბანკს უფლება აქვს შეაჩეროს მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვა. მიმღების ბანკის მიერ მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ანგარიშის ნომრის მიხედვით, თუ აღნიშნული ანგარიში წარმოდგენილია IBAN-ის ფორმატში. თუ მიმღების ანგარიში წარმოდგენილია IBAN-ის ფორმატში, თანხის მიმღების იდენტიფიცირებისას  მიმღების დასახელების შეუსაბამობის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს ჩარიცხვა IBAN-ის  მიხედვით. რეკვიზიტების  სისწორის  შემთხვევაში  თანხის  ჩარიცხვა  მიმღების  ანგარიშზე უნდა მოხდეს იმავე დღეს გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადგილი  აქვს  საქართველოს  ეროვნული  ბანკის  ბანკთაშორისი  ანგარიშსწორების  სისტემის  ტექნიკური  შეფერხებებით  გამოწვეულ  სახსრების  დაგვიანებით ჩარიცხვებს. 

2. იმ შემთხვევაში, თუ მიმღების ანგარიშის ნომერი არ არის IBAN და  საგადახდო საბუთში მითითებული მიმღების ანგარიშის ნომერი და მიმღების დასახელება  არ შეესაბამება  მიმღების  ბანკში  გახსნილ  კლიენტის  ანგარიშს  და  მის  დასახელებას, ბანკის  მიერ  მიღებული  სახსრები  დროებით  ჩაირიცხება „გაურკვეველი  თანხების ანგარიშზე“.  მიმღები  ბანკი  არა  უგვიანეს  სახსრების  მიღების  მომდევნო  სამუშაო დღისა,  ვალდებულია  მიიღოს  ზომები  სახსრების  მფლობელის  დასადგენად.  ბანკი ვალდებულია  ფულადი  სახსრები,  რომელთა  მფლობელის  დადგენა  აღმოჩნდება შეუძლებელი, 3  სამუშაო  დღის  განმავლობაში (გარდა  საერთაშორისო ანგარიშსწორების  შემთხვევისა)  დაუბრუნოს  გადამხდელ  ბანკს (დაბრუნების მიზეზის ჩვენებით).“.

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 პუნქტი:

„21. ანგარიშის IBAN-ის ფორმატში წარმოდგენის შემთხვევაში, თუ ბანკი არ განახორციელებს ტრანზაქციას იმ საფუძვლით, რომ მიმღების IBAN არასწორია ან მიმღების დასახელება არ ემთხვევა, მაშინ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 3 მაისიდან.

გ. ქადაგიძე