დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №381 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 255 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.014432 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.432
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №255
2010 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №381 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №381 ბრძანებით (სსმIII, 10.06.04, №59, მუხ.515) დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა), იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის მოთხოვნებს.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები