დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 13 დეკემბრის №741 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 436 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 105, 25/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №436
2007 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 13 დეკემბრის №741 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 13 დეკემბრის №741 ბრძანებულების (სსმ III, 2006 წ., №168, მუხ. 2272) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეორგანიზებულ იქნეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 იანვრის №9 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდეგში – ცენტრი).“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები