დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 34, 01/04/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.22.023.014416 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.22.023.014.416
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №11
2010 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანებაში (სსმ III, 20.11.2008წ., №165. მუხ.1670) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მე-2 დანართის „ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტი“-ს პირველი პუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ყოველი ამოღებისას, ცალკეული წყალმოსარგებლე შეიმუშავდებს „ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის პროექტს”, რომელსაც ითანხმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის უფროსი.“
ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მე-3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 3
შეთანხმებულია
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების სამინისტროს გარემოს
ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის
უფროსი
––––––––––––––––––––––
„––––“ „–––––––––––––“ 20 წ.
მოქმედების ვადა ––––––––––––––
ტ ე ქ ნ ი კ უ რ ი რ ე გ ლ ა მ ე ნ ტ ი
ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღებაზე
20– - 20– წლების პერიოდისათვის
საწარმოს დასახელება--------------------------------------------------------------------------------------
ადგილმდებარეობა, მისამართი---------------------------------------------------------------------------
გამოშვებული პროდუქცია (რაოდენობა წელიწადში)--------------------------------------------------
მუშაობის რეჟიმი (სამუშაო დღეების რაოდენობა/წელ., სამუშაო საათების რაოდენობა/დღ.) -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ზედაპირული წყლის ობიექტი, საიდანაც ხდება წყლის ამოღება
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
წყლის ამოღების წერტილი (მანძილი შესართავიდან, კმ) ---------------------------------------------
ამოღებული წყლის რაოდენობა:
ათასი კუბ.მ
| იანვარი | თებერ-ვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემ-ბერი | ოქტომ-ბერი | ნოემ-ბერი | დეკემ-ბრი | სულ წელი-წადში |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საწარმოს ხელმძღვანელი
––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
„–––––––“ ––––––––––20 წ.
ბ.ა“
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები