„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №97 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №97 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 01/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.014415
  • Word
10
29/03/2010
სსმ, 34, 01/04/2010
360050000.22.023.014415
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №97 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.014.415

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №10

2010 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №97 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №97 ბრძანებით (სსმ III, 30.01.08, №15, მუხ. 190) დამტკიცებულ ,,დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულებაში“ შეტანილი იქნას შემდეგი დამატებები:

ა) ამ დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. ადმინისტრაციის დირექტორი პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციის საქმიანობაზე“.

ბ) ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) სააგენტოს მიერ ზოგიერთი სახის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების ინსპექტირება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების სახეებს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით ადგენს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე“.

გ) ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის ლ“, მ“ ნ“ და ო“ ქვეპუნქტები:

ლ) სააგენტოს მიერ გადაცემული ქონების აღრიცხვა, მოვლა-პატრონობა და სასაწყობო მეურნეობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმართვა;

მ) საკონტროლო-სალარო აპარატის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, „სალაროს წიგნის“, სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების წარმოება;

ნ) ძირითადი საშუალებების, მატერიალური მარაგების და მათთვის გადაცემული მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-კონტროლი და შემდგომი განაწილება;

ო) ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე ინსპექტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება“

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე