2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 15/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 30/03/2010
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 31/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250010.15.008.014418
  • Word
15/2010
30/03/2010
სსმ, 33, 31/03/2010
010250010.15.008.014418
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.010.15.008.014.418

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №15/2010

2010 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 73-ე მუხლის მე-14, მე-15, 151 და მე-16 პუნქ­ტების, 12917 მუხლისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარ­ჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლი­ტი­კური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს ცენტ­რალურ საარჩევნო კომისიას (რეგიონალურმა ტელერადიომაუწყებლობებმა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას) გადასცენ შემდეგი ინფორმაცია: საარჩევნო სუბიექტებისათვის რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება არა უგვიანეს ყოველი კვირის ორშაბათის 18 სთ-სა საქართველოს ცენ-ტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 6 სექტემბრის №185/2006 განკარგულებით დამტკიცებული წარმოსადგენი ფორმების მიხედვით.

    მუხლი 2

წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის ფართობის გამოყოფის შემთხვევაში გაზეთებმა, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, იმავე გაზეთში გამოაქვეყნონ და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (რეგიონულმა გაზეთებმა – შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას) გადასცენ შემდეგი ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან, რა პერიოდულობით და რა დრომდეა გამოყოფილი გაზეთის ფართობი, გაზეთის ერთ ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე, უფასო ფართობის გამოყოფის შემთხვევაში – მთლიანად გამოყოფილი ფართობის უფასო ნაწილის სიდიდე, ფართობის ტარიფი, გაწეული მომსახურება არა უგვიანეს ყოველი კვირის ორშაბათის 18 სთ-სა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 6 სექტემბრის №185/2006 განკარგულებით დამტკიცებული წარმოსადგენი ფორმების მიხედვით.

    მუხლი 3

გაზეთს, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული გაზეთებისა, უფლება აქვს, წინასაარჩევნო რეკლამა ნებისმიერი პირობით გამოუყოს ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს.

    მუხლი 4

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ცესკოს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთი­ერ­თობის დეპარტამენტს.

    მუხლი 5

 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 6

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე